''მეფის'' ცოლები - ირაკლი ჩარკვიანის სამი საბედისწერო ქალი

''მეფის'' ცოლები - ირაკლი ჩარკვიანის სამი საბედისწერო ქალი

ირაკლი ჩარკვიანი მეოცე საუკუნის 90-იანი წლების გამორჩეული მუსიკოსი იყო. მისი პერსონა ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს განსხვავებული იმიჯით, მუსიკით, ცხოვრების წესით და საინტერესო პირადი ცხოვრებითაც კი. რთულია, მისი ხანმოკლე სიცოცხლის საინტერესო დეტალებს გვერდი აუარო.

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ''მეფეს'' სამი ცოლი ჰყავდა და საკმაოდ ბობოქარი პირადი ცხოვრება ჰქონდა.

პირველი მეუღლე იმ პერიოდის თბილისის ულამაზესი გოგონა ქეთი ქობულია იყო. წყვილს წლები უყვარდა ერთმანეთი და როგორც იმ თაობის ადამიანები იხსენებდნენ, მაშინდელ პეროვსკაიას ქუჩაზე მოსეირნე წყვილს გულგრილად ვერ ჩაუვლიდით, რადგან ყველა მათ აყოლებდა თვალს.

ირაკლი 17 წლის იყო, ქეთი – 16-ის, როდესაც დაქორწინდნენ. მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, ოჯახი მალე დაენგრათ. შვილი არ ჰყოლიათ, ისე გაიყარნენ. ამბობენ, რომ ეს განქორწინება ირაკლიმ ყველაზე მძიმედ გადაიტანა და სერიოზული დეპრესია ჰქონდა.

მუსიკოსის იმ წლებში გამორჩეული ყველა ლექსი ქეთის ეძღვნებოდა. მოგვიანებით ''რეიტინგთან'' საუბარში დამ – თეონა ჩარკვიანმა დაადასტურა, რომ მისი ძმა ძალიან განიცდიდა ოჯახის დანგრევას.

ალბათ, სწორედ დიდი სიყვარული იყო მიზეზი, რომ ქეთი და ირაკლი დაშორების მიუხედავად მეგობრებად დარჩნენ. ქეთი დღემდე ''მეფის'' უდიდეს სიყვარულად ითვლება.

მეორე ცოლი იყო ლენა. წლების შემდეგ გელა ჩარკვიანი მათ გაცნობას ასე იხსენებდა: ''ირაკლი და მისი მეგობარი გია მირზაშვილი დასასვენებლად გაგრაში წავიყვანე. იქ გაიცნო მოსკოველი გოგონა ლენა...''. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუსიკოსმა სახლში გამოაცხადა, რომ რამდენიმე დღეში მათთან სტუმრად ლენა ჩამოვიდოდა.

გოგონას აეროპორტში დახვდნენ და სახლში წამოიყვანეს. წყვილმა ცოტა ხანს მშობლებთან ერთად იცხოვრა, შემდეგ ვერაზე გადავიდნენ და მალე მოსკოვში გაემგზავრნენ საცხოვრებლად. სწორედ იქ დაიბადა ირაკლის პირველი შვილი – მაქსიმე. ლენა მოსკოვში მიუზიკლების ცნობილი მსახიობია.

მიუზიკლებში ''მამა მია'', ''ჩიკაგო'' ლენა წლების განმავლობაში მთავარ როლებს ასრულებდა. ცოტა ხნის წინ გელა ჩარკვიანს სთხოვა, რომ მისცეს ნება, ირაკლის სიმღერა ''ხალხს'' რუსულად თარგმნოს და თავად შეასრულოს, რაც ყოფილ მამამთილს ძალიან გაუხარდა და დარწმუნებულია, რომ კარგად გამოუვა.

მაქსიმე მოსკოვში საყვარელ გოგონასთან ერთად ცხოვრობს, ძალიან უყვარს დედა, ფიქრობს, რომ არ აქვს უფლება, მას იმედი გაუცრუოს და ინტერვიუებში ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს მამაზე, რომელიც საქართველოში რატომღაც სიკვდილის შემდეგ უფრო შეიყვარეს.

იხილეთ გაგრძელება

ჟერარ დეპარდიეს 20 წლის მსახიობის გაუპატიურების საქმეზე ბრალი წაუყენეს - "მე მონსტრი არ ვარ, ადამიანი ვარ"

"ხალხს ჯერ თავი შეგვაყვარე, მერე მიწა მოგვაყარე..." - ზურა მანჯავიძემ გიორგი გახარიას გადადგომას მუსიკალური შარჟი მიუძღვნა

42 წლის სოფიკო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება