მერლინ მონროს შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა

მერლინ მონროს შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა

ინგლისურენოვანი პორტალის World News Daily Report-ის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ”სიას” ყოფილმა აგენტმა სიკვდილის წინ მერლინ მონროს მკვლელობა აღიარა, ფალსიფიკაცია აღმოჩნდა.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ”სასიკვდილო სარეცელზე” ასახული ადამიანი, რომელსაც საიტმა სენსაციური ინფორმაციის გავრცელება მიაწერა, ამერიკელი დამნაშავე მაიკლ ტირელია, რომელიც ნარკოვაჭრობისთვის იყო დაკავებული. მას არანაირი კავშირი არ აქვს ”სიასთან”. აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთმა სერიოზულმა ინგლისურენოვანმა გამოცემამ ეს ინფორმაცია არ გამოაქვეყნა.

პორტალის საიტზე, რომელიც თავს ”ამერიკულ სიონისტურ გაზეთს” უწოდებს, წერია, რომ ის სპეციალიზდება ”მსოფლიოს მასშტაბით არსებულ საიდუმლოებათა სინათლის მომფენ ორგანიზაციად”, ხოლო მათი ჟურნალისტები არიან მოსადის ყოფილი აგენტები და ისრაელის არმიის ვეტერანები.

მომზადებულია rg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება