თიკა ჯამბურიამ ყოფილი ქმრის გაბედნიერების შემდეგ იმიჯი შეიცვალა

თიკა ჯამბურიამ ყოფილი ქმრის გაბედნიერების შემდეგ იმიჯი შეიცვალა

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ იმიჯი შეიცვალა. ქერა გახდა. ასეთი ფერის თმა თიკას არასდროს ჰქონია. მეგობრები აღფრთოვანებულები არიან მის გარეგნობაში მომხდარი ცვლილებით და აღნიშნავენ, რომ ქერა თიკა ძალიან ლამაზია.

ასეთი ცვლილება თიკამ მას შემდეგ შეიტანა საკუთარ გარეგნობაში, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოსკოვში წავიდა სასწავლებლად, შეყვარებულია.

როგორც ამბობენ, ბექას რჩეული - ინა ოსიპოვაა. უცნობია, როგორ გაიცნო ბექა ხოფერია, რომელიც როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ძალიან უყვარს.

ბექა კი ახალ სიყვარულზე ვრცლად არ საუბრობს. ჟურნალისტებთან საუბრისას მოკლედ ამბობს, რომ უყვარს და ბედნიერია.

სალომე დადიანი

reitingi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება