ჩემთვის ოჯახის სათავეში მყოფ ადამიანად მამაკაცი მოიაზრება - დათუნა მგელაძე

ჩემთვის ოჯახის სათავეში მყოფ ადამიანად მამაკაცი მოიაზრება - დათუნა მგელაძე

მომღერალ დათუნა მგელაძეს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. მართალია, დათუნა თანამედროვე თაობის წარმომადგენელია, მაგრამ ტრადიციების მიმართ პატივისცემას გამოხატავს, ამასთან, თამამად ამბობს, რა არ მოსწონს.

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად, ჩვენს ტრადიციებს, როგორიცაა მშობლების, უფროსების, ქალის, სტუმრის პატივისცემა, ვაფასებ და ვიცავ.

- არის ისეთი ტრადიცია, რომელიც ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს შენში?

- ცოტა ქელეხების ჟრიამულის ვერ გამიგია და ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო ასეთ სი-ტუაციას. როცა ოჯახი ამხელა ტკივილს განიცდის, იქ ვახტანგურების სმა და საერთოდ, უაზრო სმა-ჭამა სწორად არ მიმაჩნია.

- ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე რა აზრის ხარ?

- თანაცხოვრებას თავისი დადებითი მხარე აქვს. ამ დროს უფრო მეტად იკვეთება წყვილის პლუსები და მინუსები. ერთმანეთის უკეთ გაცნობის შემდეგ კი უფრო მყარ გადაწყვეტილებას იღებენ, დაფიქრდებიან, ნამდვილად უნდათ, რომ მთელი ცხოვრება შეაბერდნენ ერთმანეთს თუ არა. ზუსტად ეს მიმაჩნია წინასწარი თანაცხოვრების პოზიტიურ მხარედ. თუმცა იქ, სადაც ნამდვილი სიყვარულია, ყოველგვარი გამოცდა ზედმეტად მეჩვენება.

- უნდა ჰყავდეს ოჯახს უფროსი?

- ყველას თავისი ვალდებულებების არეალი აქვს. ქალი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ქმარი მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ოჯახის მთელი პასუხისმგებლობა. პირადად ჩემთვის ოჯახის სათავეში მყოფ ადამიანად მამაკაცი მოიაზრება. ვისურვებდი, ყველა მამაკაცს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ იზრუნოს და ყვე-ლანაირად უზრუნველყოს ოჯახი. ისე კი, ოჯახში უფროსობს სიყვარული.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება