რას უკრძალავდა მამუკა ონაშვილი ყოფილ მეუღლეს

რას უკრძალავდა მამუკა ონაშვილი ყოფილ მეუღლეს

მშვენიერი ირინა ჩიხლაძე აზერბაიჯანში ცხოვრობს და რესტორანში მღერის. ამბობს, - ეს ის ქვეყანაა, სადაც ქართველები ძალიან უყვართ და მე, როგორც მომღერალს, დიდ პატივს მცემენო.

ცნობისათვის, ქალბატონი ირინა მომღერლის - მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე გახლავთ. ალბათ გახსოვთ, რომ წლების წინ წყვილმა სიმღერა - "უკარება" ჩაწერა, რომელიც საზოგადოებას ძალიან მოეწონა. მერე ოჯახი დაენგრათ და როგორც ირინა ამბობს, მას მერე ყოფილი მეუღლე ეკრანზეც არ უნახავს. მას "სკაიპის" მეშვეობით დავუკავშირდი. ირინა საკმაოდ გულახდილი, საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

- როგორ ხართ?

- ცოტა არ იყოს, მოწყენილი ვარ.

- რატომ?

- მენატრება ჩემი საქართველო და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი შვილი - 4 წლის გიორგი.

- რამდენი ხანია, რაც საქართველოში არ ყოფილხართ?

- 3 თვეა. იანვარში ჩამოვედი აქ და ვმღერი, ვმუშაობ...

- საქართველოდან რატომაც წახვედით, ამას ვხვდები, მაგრამ არჩევანი მაინცდამაინც აზერბაიჯანზე რატომ შეაჩერეთ?

- საქართველოში ერთ-ერთ რესტორანში ვმღეროდი, როცა აზერბაიჯანული რესტორნის მეპატრონეები სპეციალურად ჩემი სიმღერის მოსასმენად შემოსულან. ეტყობა, მათი მოწონება დავიმსახურე და საინტერესო შემოთავაზება მივიღე. ცხადია, დავთანხმდი. ხომ იცით, დღესდღეობით საქართველოში რთულია, სიმღერით თავი გაიტანო. იქ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვერ ვიქნებოდი. მე კი არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შვილის კეთილდღეობაზეც მიწევს ზრუნვა და საქართველოდან წამოსვლის გადაწყვეტილება ამიტომაც მივიღე. თუმცა, ვაღიარებ, სამშობლოს მიტოვება ძალიან გამიჭირდა.

- როგორც ვიცი, რესტორნის მომღერლებს საქართველოშიც კარგად უხდიან...

- გააჩნია ობიექტს. პირადად მე, "მეტეხის ჩრდილში" ვმღეროდი და სიმართლე გითხრათ, უკმაყოფილო არ ვიყავი. იქ ისეთი ადამიანები შემოდიოდნენ, რომლებსაც მომღერლებისთვის ე.წ. "შაბაში" არ ენანებოდათ, ეს კი მოგეხსენებათ, დამატებითი შემოსავალია... როგორც ვიცი, ახლა სიტუაცია არეულია: ბევრ რესტორნის მომღერალს არ ვიცნობ, მაგრამ ვისაც ვიცნობ, მეუბნება, - ცუდ სიტუაციაში ვართო.

- ირინა, ქართველი მსმენელი გიცნობთ სიმღერით - "უკარება", რომელიც მამუკა ონაშვილთან ერთად, დუეტში ჩაწერეთ. საინტერესოა, რატომ ვერ მოიკიდეთ ფეხი შოუბიზნესში? ხომ არ ფიქრობთ, რომ ადრე მამუკას ჩრდილში იდექით?

- როცა მამუკას ცოლი ვიყავი, სცენაზე სიმღერას ის მიშლიდა და, სხვათა შორის, ამის გამო არაერთხელ გვიკამათია.

- ეს ეჭვიანობა იყო თუ...

- (მაწყვეტინებს) ნამდვილად ვერ გეტყვით ამის მიზეზს, ეს თავად მამუკას უნდა ჰკითხოთ. ფაქტი ის არის, რომ არ მიშვებდა, არ უნდოდა, მემღერა და მეც ზედმეტ კონფლიქტს ვერიდებოდი. საერთოდ, არ ვარ კონფლიქტური და მით უმეტეს არ მომწონს, როცა ჩხუბის ხმა ოჯახიდან ისმის. ჰოდა, ვიყავი ჩემთვის...

- შეიძლება, არაფერს იმჩნევდით და მამუკას არ აგრძნობინებდით, მაგრამ გულში არ გქონდათ ხინჯი ამის გამო?

- როგორ არა, ამას განვიცდიდი და მითქვამს კიდეც მამუკასთვის ჩემი გულისტკივილი. "უკარება" იცით, როგორ ჩავწერეთ? - რაღაც მიზეზის გამო პატარა კონფლიქტი მოგვივიდა. მერე ვითომ ხუმრობით ვუთხარი: თუ გინდა, შევრიგდეთ, სიმღერა ჩამაწერინე-მეთქი. ერთხელ მამუკა სტუდიაში იყო, ჩაწერა ჰქონდა. მეც თან ვახლდი და ნუგზარ ერგემლიძემ შემოგვთავაზა: ისეთი დუეტი მაქვს, თქვენ რომ მოგიხდებათ და იქნებ ჩაწეროთო. ჰოდა, უცებ, ექსპრომტად მოხდა ამ სიმღერის ჩაწერა (იცინის). მერეც სულ მქონდა სურვილი და ვეხვეწებოდი, სცენაზე ვიმღერებ-მეთქი, მაგრამ არ გამოვიდა... მერე, როცა მამუკას დავშორდი, სიმართლე გითხრათ, თავად აღარ მქონდა სცენაზე ასვლის სურვილი და როცა ამ თემაზე ვინმე სიტყვას ჩამომიგდებდა, ვპასუხობდი: რაღა დროს ჩემი სიმღერაა? ესტრადაზე ფიქრსა და ძალების მოსინჯვას აზრი აღარ აქვს-მეთქი.

- რესტორანში სიმღერა რატომ გადაწყვიტეთ?

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება