როგორ შეხვდა ქმარი სალომე გოგიაშვილის მეოთხე ორსულობას?

როგორ შეხვდა ქმარი სალომე გოგიაშვილის მეოთხე ორსულობას?

სალომე გოგიაშვილი მეოთხე შვილს ელოდება, აგვისტოს დასაწყისში - კიდევ ერთი ბიჭის დედა გახდება.

- ახლახან გახდა ერთი წლის ჩემი პატარა შვილი. ვაპირებდი დასვენებას და ქმართან ერთად სამოგზაუროდ წასვლას, საქმე იქამდე იყო მისული, რომ ბილეთების ყიდვაღა მქონდა დარჩენილი... ზოგადად, როცა რაღაცას ვგემგავ, გამორიცხულია ის განხორციელდეს, არ მეგონა, ამ შემთხვევაშიც თუ ასე მოხდებოდა, მაგრამ დაჯავშნილი ბილეთების ფონზე შევიტყვე, რომ ორსულად ვიყავი.

- რამდენი თვის ორსული ხარ ახლა, სქესი იცი?

- 6 თვის ორსული ვარ, ბიჭს ველოდებით.

- როგორი ორსულობა გაქვს?

- ზუსტად ისეთივე ორსულობა მქონდა, როგორც წინა ბავშვზე. ტოქსიკოზი მაწუხებდა საშინლად. ეს პერიოდი ზამთარს დაემთხვა, ჩემი შვილები დასასვენებლად გავუშვი და მე ჩემს ქმართან ერთად გადავლახე რთული ეტაპი, არაფრის გაკეთების თავი არ მქონდა, ძირითადად ვიწექი. გარკვეულ დრომდე ვარ ხოლმე ასე, მერე ტოქსიკოზი გადამივლის და ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებ ცხოვრებას. წინა ორსულობებს რომ ვიხსენებ, ყველაზე ასე ვიყავი და ტოქსიკოზის დროს სულ ვამბობდი, რომ ესაა ჩემი ბოლო და უკანასაკნელი ორსულობა, ამას ვეღარ გავუძლებ-მეთქი, მაგრამ ამასობაში მეოთხე შვილს ველოდები. მეორე წელია პერმანენტულად ორსულად ვარ, სულ რაღაც 6-7 თვე დაისვენა ჩემმა ორგანიზმმა, თუმცა ეს დრო საკმარისი არაა დასასვენებლად და ფორმაში ჩასადგომად, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი დავიკელი წონაში. - რა განსხვავებაა ამ და წინა ორსულობებს შორის, თუნდაც მიდგომის მხრივ...

- ამას წინათ წავიკითხე ჩემი ზოდიაქოს შესახებ, რომ მორიელს განსაკუთრებული დედბორივი ინსტინქტი აქვს, მან წინასწარ იცის, როგორ უნდა გაზარდოს ბავშვი, მაშინაც კი, როცა პირველ შვილს აჩენს. დაბნეულობის მომენტი არც ერთზე არ მქონია, მერე და მერე კი პრაქტიკა და გამოცდილება მომემატა.

გაგრძელება

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ კიდევ ერთი პატარის ოჯახში შემოსვლის ამბავს?

- ყველაზე სასაცილო რეაქცია ჰქონდა ჩემს ქმარს. როცა გავიგე, ფეხმძიმობის ამბავი, შოკში ჩავვარდი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება