როგორ ანებივრებს ორსულ ცოლს გიორგი ბახუტაშვილი - მსახიობი გოგონას გიჟივით ელოდება

როგორ ანებივრებს ორსულ ცოლს გიორგი ბახუტაშვილი - მსახიობი გოგონას გიჟივით ელოდება

''ჩემი ცოლის დაქალებში''ცოტნე ცოტაშვილის როლის შემსრულებელი გიორგი ბახუტაშვილი ივნისში მამა გახდება. მსახიობს ამ ეტაპზე პრესასთან ურთიერთობაში ტაიმ-აუტი აქვს აღებული, ამ სასიამოვნო სიახლეზე მის მეუღლესთან, თაკო შოშიაშვილთან მომავალი მამის გარეშე ვისაუბრეთ.

- სექტემბერში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მეც და გიორგიც იმ ეტაპზე გახლდით, როცა ძალიან გვინდოდა ბავშვი და ფეხმძიმობის ამბავმა სასწაულად გაგვახარა.

- როგორი ორსულობა გაქვს?

- საერთო ჯამში, კარგი. პირველი სამი თვე მსუბუქი ტოქსიკოზი მქონდა, მაგრამ მერე ამანაც გადამიარა და აქამდე ნორმალურად მოვედი. ამ ბოლო დროს, გაზაფხულზე გავცივდი, ვირუსი შემხვდა და ექიმთან სირბილმა მომიწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.

- რამდენად პრეტენზიული ორსული ხარ, აწვალებ გიორგის?

- სხვათა შორის, არა. რომ ჰყვებიან, შუაღამისას მინდება რაღაცებიო, ეს ჩემთვის უცხოა. ალუჩა ისედაც მიყვარდა და ახლაც განსაკუთრებულად მინდა. ვიყიდეთ ამას წინათ, მაგრამ ეტყობა, თურქული იყო, არ ვარგოდა, ჰოდა, ახლა ქართული ალუჩის შემოსვლას ველი.

- როგორია გიორგი შვილის მოლოდინში?

- გიჟივითაა უკვე (იღიმის). პირველი თვეები მალე გავიდა, ბოლო ორი თვე კი ძალიან იწელება. ექოსკოპიაზე ბავშვის 3D ფოტოები მოგვცეს და იმას უყურებს ხოლმე, არის განხილვა: შენ გგავს, მე მგავს და ა.შ.

- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ჩემი მდგომარეობის გამო ვერ ვმუშაობ, პაუზა მაქვს აღებული. ძირითადად, თავისუფალი ვარ, სახლის საქმეებს ჩვეულებრივად ვაკეთებ, არ მიჭირს, მერე ვსეირნობ, მეგობრებს ვნახულობ.… გიორგი კი არის დაკავებული, მაგრამ ნახულობს დროს იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ. მით უმეტეს, მე ამ ეტაპზე საქმე არ მაქვს და მის გრაფიკზე აწყობა ჩემთვის პრობლემა არაა. როცა სცალია, სულ ერთად ვართ. თუმცა შეიძლება ჰქონდეს ისეთი ერთი თვე ან ორი კვირა, საშინლად დაკავებული იყოს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება