რით ანებივრებს მეუღლე თათია შარანგიას

რით ანებივრებს მეუღლე თათია შარანგიას

"ჩემს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების გამო, 3 წელია, საქართველოში აღარ დამიკრავს", - ამბობს პიანისტი თათია შარანგია, რომელიც წელიწადზე მეტია, მეუღლესთან - სადრო შელიასა და შვილებთან ერთად, საქართველოში ცხოვრობს. 20 აპრილს ის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს და როგორც ამბობს, შემოსულ თანხას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

- ჩემი დიდი ოცნება და სურვილი იყო, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტი გამემართა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დავხმარებოდი. დღეს უკვე ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა და 20 აპრილს ოცნებას ავისრულებ. სოლო კონცერტს რუსთაველის თეატრის დარბაზში გავმართავ. ჩემთვის ბავშვები ყველაზე ძვირფასი არსებები არიან. ბევრ შშმ პატარასთან მქონია ურთიერთობა და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი განსაკუთრებულად თბილი, მგრძნობიარე და ნიჭიერები არიან. სასიამოვნოა, მათი სუფთა სულით აღქმული და წრფელი, ნათელი თვალებით დანახული სამყარო. უდიდესი პასუხისმგებლობით ვემზადები ამ კონცერტისთვის. მინდა, ბოლომდე დავიხარჯო და ჩემს უსაყვარლეს მსმენელსაც ვასიამოვნო.

- გარკვეული პერიოდი, შემოქმედებით საქმიანობაში პაუზა გქონდა...

- დიახ, სამწუხაროდ ასე მოხდა... 3 წელია, საქართველოში არ დამიკრავს, რაც ჩემს პირად ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი ადამიანების თანადგომით, საყვარელ საქმიანობას ახალი ენერგიითა და შემართებით დავუბრუნდი. სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს გპირდებით.

- ამჟამად საქართველოში ცხოვრობთ, არა?

- წელიწადზე მეტია, საქართველოში ვართ. იყო პერიოდი, როცა ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ გამგზავრება, რადგან ჩემი მეუღლე ამერიკის მოქალაქეა, ვაშინგტონში ცხოვრობდა და ერთ-ერთი სერიოზული ორგანიზაციის დირექტორი იყო, მაგრამ ახლა უკვე ბავშვებთან ერთად, თბილისში ვცხოვრობთ.

- ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ. ამას როგორ ახერხებ?

- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის! თავის მოვლას ნამდვილად ბევრ დროს ვუთმობ. მომწონს, როდესაც ქალი საკუთარ თავს პატივს სცემს და მოვლილია. თუმცა, მანდილოსნების სილამაზის მთავარი საიდუმლო - მათი ბედნიერება და სულიერი სიმშვიდეა. ბედნიერების შეგრძნება და სიყვარული ამშვენებს ადამიანს. ბედნიერებას არ აქვს საზღვარი, ამას გულში ვერ იტევ და "ანათებ". როგორი ლამაზი და მომხიბვლელიც უნდა იყო, თუ ცხოვრება არ გიხარია, შეიძლება, ჩრდილში დარჩე.

- სახის კანს განსაკუთრებულად უვლი?

- სახის კანის მოვლის არანაირი საიდუმლო არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, მას განსაკუთრებულადაც არ ვუვლი. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ზედმეტი პროცედურები არ მჭირდება.

- ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებ უპირატესობას? ხშირად ვარჯიშობ?

- მხოლოდ იმ ელემენტარულ რაღაცებს ვაკეთებ, რაც სხეულის ტონუსისთვის აუცილებელია. მიყვარს წყალი, ცურვა და ხშირად ვსტუმრობ აქვა-აერობიკის ჯგუფს.

- დიეტაზე ყოფნა გიწევს?

- დიეტის დაცვა მხოლოდ ბავშვობაში მომიხდა, ისიც - გარდატეხის ასაკში. ახლა კი, დიეტების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ვცდილობ, სწორად ვიკვებო და ჯანსაღად ვიცხოვრო. თუ კვების რეჟიმს დაიცავ, დიეტა და შიმშილობა საჭირო აღარ იქნება.

- ფოტოებიდან ჩანს, რომ გარუჯული სხეული მოგწონს. ზამთარში თბილ ქვეყნებს სტუმრობ თუ სოლარიუმში ირუჯები?

- სამწუხაროდ, გარუჯული სხეული ჩემი სუსტი წერტილია. ვიცი, რომ დიდი დოზით ნამზეური კანზე ცუდად აისახება, მაგრამ "ზაგარი" იმდენად მიყვარს, რომ ზამთარში ამისთვის თბილ ქვეყნებსაც კი ვსტუმრობ. თუმცა, დროდადრო სოლარიუმშიც ვირუჯები...

გაგრძელება

ქეთა თოფურიას რომანტიკული არდადეგები შეყვარებულთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

"ორსულობის პერიოდში ლამის 40 კგ-ს ვიმატებ" - რუსა ჩაჩუას დიეტა და იდეალური ფორმის საიდუმლო