როგორ ინარჩუნებენ ნინო თოლორდავა და მისი მეუღლე სიყვარულის ცეცხლს

როგორ ინარჩუნებენ ნინო თოლორდავა და მისი მეუღლე სიყვარულის ცეცხლს

ყოველდღიურობა და დღესასწაულები

ტელეჟურნალისტებისთვის სადღესასწაულო უქმე დღეები არ არსებობს. მუშაობა მაშინაც გვიწევს, როცა სხვები ისვენებენ. ჩემი ყოველი დილა იწყება ფინჯანი ყავით, შემდეგ ვწესრიგდები და სამსახურში მივდივარ, სადაც თმას ვივარცხნი და მაკიაჟს ვიკეთებ. განსაკუთრებულ დღეებში საინფორმაციოს სამჯერ ვუშვებთ, სხვა შემთხვევაში, ყოველ საათში. რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში ცხოვრება რთულია, თუმცა უკვე შევეჩვიე. საღამოს საინფორმაციოს გაშვებამდე აუცილებლად გავდივარ სუფთა ჰაერზე.

''წონაში ადვილად ვიკლებ და რთულად ვიმატებ''

აუცილებელია, ქალმა თავს მოუაროს, ეს თავმოყვარეობის საკითხია, მით უმეტეს, ჟურნალისტმა. უპასუხისმგებლობა და მაყურებლის შეურაცხყოფაა, როდესაც ეთერში მოუწესრიგებელი ზიხარ.

თმის ნიღბებს ვხმარობ, რომ არ გამომიშრეს. ფრჩხილებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. იშვიათად ვდიეტობ, წინასააღდგომო პერიოდში ცომეული შევამცირე. არ მაქვს გაცხოველებული მადა, ამიტომ ხშირად არ მჭირდება საკუთარი თავისთვის აკრძალვის დაწესება. თუ ჩავთვლი, რომ ერთი კვირა მსუბუქად კვებაა საჭირო, მხოლოდ პურს ვიღებ კვების რაციონიდან. წონაში ადვილად ვიკლებ და რთულად ვიმატებ.

კვირაში სამ-ოთხჯერ შვიდი საათისთვის აუზზე მივდივარ და ვცურავ. შაბათ-კვირას დილის საათებში ვამჯობინებ ფიზიკურ დატვირთვას.

გარემო, რომელშიც ლაღი და ბუნებრივი ვარ

ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა მეუღლესა და ვაჟთან ერთად უბრალოდ სეირნობაც კი. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ლაღი და ყველაზე ბუნებრივი ვარ. მთელი ოჯახი კინოსა და თეატრშიც დავდივართ, თუმცა სპექტაკლებზე დასწრებას,

ჩემდა სამწუხაროდ, უფრო იშვიათად ვახერხებთ.

ფსიქოლოგიური დრამების ყურება მიყვარს. არ მომწონს ფილმი, რომელიც ერთი წუთით გაგაცინებს, მერე კი დაგავიწყდება. სიუჟეტმა და პერსონაჟებმა უნდა დამაფიქრონ, კინოსგან მიღებული ემოციები გარკვეული პერიოდი უნდა გამყვეს. სხვათა შორის, ჩემს მეგობრებს ძალიან უკვირთ, რომ დაძაბული რეჟიმის შემდეგ განტვირთვას კომედიებით ვერ ვიღებ, როგორც ხალხის დიდი ნაწილი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება