"ჩუმად უკან გავყევი, რომ მეკონტროლებინა, როგორ მიდიოდა"

"ჩუმად უკან გავყევი, რომ მეკონტროლებინა, როგორ მიდიოდა"

ბავშვის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ხშირად მშობლისთვის რთულია, გაბედოს და მისცეს შვილს თავისუფლება, სკოლაში გაუშვას მარტო, ეზოში სათამაშოდ დატოვოს უფროსის გარეშე და ა.შ. ალბათ ბავშვის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება ორმხრივი პროცესია, ერთის მხრივ მშობლემა უნდა გადადგას ნაბიჯი შვილის მეტი თავისუფლებისთვის და მეორე მხირვ ბავშვს უნდა ჰქონდეს რაღაცების დამოუკიდებლად კეთების სურვილი და უნარი. ამ საკითხზე გამოცდილების გაზიარება ცნობილ დედებს ნინო ძოწენიძეს, სოფია სებისკვერაძე და ანა კოშაძეს ვთხოვეთ.

ნინო ძოწენიძე: "კაცობს, მეუბნება, ძოწკა, დააკაკუნე, შემოდი, დამხედე და გადიო"

- ნინო, როგორც ვიცი შენი შვილი საკმაოდ დამოუკიდებელია, როგორ მიაღწიე ამას?

- თავიდან ძალიან მშიშარა ვიყავი, ბევრი რაღაცის მეშინოდა, მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტე, მარტო გამეშვა სკოლაში, მით უმეტეს, რომ აკმაოდ ახლოს იყო ჩვენს სახლთან. გავუშვი, მაგრამ ჩუმად უკან გავყევი, რომ მეკონტროლებინა, როგორ მიდიოდა, როგორ გადაკვეთდა გზას, სადაც არც ისე დატვირთულია მოძრაობა არ. თან ვეუბნებოდი, რომ მიხვალ დამირეკე, რომ ვიცოდე, მშვიდობით მიხვედი-მეთქი და ასეც იქცეოდა. საბოლოო ჯამში იმხელა დამოუკიდებლობა მივეცი, დღეს ჰგონია, რომ მასთან დაკავშირებული თემებზე არ უნდა ვნერვიულობდეთ, რადგან უკვე დიდი ბიჭია, არადა, მე რაღაც მომენტებში მართლა მიპყრობს ხოლმე შიში. ზედმეტად დამოუკიდებელი გახდა და არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, ან ცუდი.

- როგორ დაიწყე მის დამოუკიდებლობაზე ზრუნვა... დამოუკიდებლად სათამაშოდ რა ასაკში გაუშვი?

- სანდრო 7 წელია ცეკვაზე დადის, საიდანაც ორი წლის განმავლობაში დასასვენებლად მარტო დაჰყავდათ. პედაგოგი ძალიან ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვები დამოუკიდებლობას მიაჩვიოს და მისი დამსახურებაცაა სანდროს ასეთად ჩამოყალიბება. მარტო წაიყვანა, მარტო იწვა ოთახში, მარტოს უნდა მიეხედა საკუთარი თავისთვის, ეს გახლდათ 3-4 წლის წინ, ახლა 11 წლისაა. ეტყობა იმ პერიოდში მიხვდა, რომ დამოუკიდებლი პიროვნება და შეუძლია, რაღაცები თვითონ აკეთოს. დღეს მარტო ბანაობს, იცვამს და მე არც მრევს ასეთ საკითხებში. მივეცი საშუალება და გახდა დამოუკიდებელი. პატარა იყო, როცა ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ პამპერსი აღარ უნდოდა, მოიგლიჯა თავისით და გადააგდო. ერთი-ორი წლის წინ დაძინებამდე მივუწვებოდი ხოლმე და ველაპარაკებოდი, ახლა ეტყობა კაცობს, მეუბნება, ძოწკა, დააკაკუნე, შემოდი, დამხედე და გადიო. სახეზეც არ უნდა აკოცო

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება