პირველი ქართველი მოდელი კარატისტი: "დამცინოდნენ, ახლა მეხვეწებიან ჩვენებებზე წაგვიყვანეო"

პირველი ქართველი მოდელი კარატისტი: "დამცინოდნენ, ახლა მეხვეწებიან ჩვენებებზე წაგვიყვანეო"

უცხოეთში ხშირად სპორტსმენები მოდელობის ფუნქციებსაც ითავსებენ. საქართველოში კი მსგავსი შემთხვევა ხშირი არაა. ამ შემთხვევაში მხოლოდ კახი კალაძის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. პოლიტიკაში მოსვლამდე ცნობილი ფეხბურთელის ფოტოსესიები ხშირად გვხვდებოდა სხვადასხვა გლამურულ გამოცემაში.

ასეთ სპორტსმენთა რიცხვს შეუერთდა კარატისტი გიორგი მსხვილიძე, რომელიც შავი ქამრის მფლობელია. გიორგის საქართველოს ჩემპიონატი შვიდჯერ აქვს მოგებული და სხვადასხვა ჩემპიონატის გამარჯვებულიც ხშირად ხდება. გასულ კვირას კიდევ ერთი ჩემპიონატიდან გამარჯვებული დაბრუნდა. თქვენმა ბუკლიკომ სიმპათიური სპორტსმენი გამოიჭირა და რამდენიმე კითხვით მიმართა.

- წელს უკვე რამდენიმე ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. გავემგზავრე ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც, სამწუხაროდ, პირველი ტურიდან გამოვეთიშე. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ ვარჯიში გავაგრძელე და სომხეთის ღია ჩემპიონატზე გავიმარჯვე. 1, 2 და 3 მაისს თბილისში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.

- ამ ყველაფრის პარალელურად მოდელობას როგორ ახერხებ?

- ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში ვარ, მართალია, ჩვენებებზე გამოსვლას ხშირად ვეღარ ვახერხებ, მაგრამ მაქვს გადაღება, შოუებში ვონაწილეობ, მიღებენ სხვადასხვა კლიპში.

- სავარაუდოდ, როდესაც შეჯიბრებებზე იგებენ, რომ მოდელი ხარ, სერიოზულ კონკურენტად ვერ აღგიქვამენ.

- უცხოეთში ამ თემის აფიშირება არ ხდება, მაგრამ საქართველოში ყველამ იცის, მოდელიც რომ ვარ. თავიდან ჩემი მეგობარი კარატისტი ბიჭები ქილიკობდნენ, მაგრამ მერე აზრი შეიცვალეს და ახლა მეუბნებიან, ჩვენებებზე ჩვენც წაგვიყვანეო. ხედავენ, რომ ამ შემთხვევაში გოგონების ყურადღება იზრდება და, რა თქმა უნდა, მოსწონთ ეს ამბავი.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება