რიკი მარტინი ახალ სიყვარულთან შესაგებებლად მზადაა

 რიკი მარტინი ახალ სიყვარულთან შესაგებებლად მზადაა

43 წლის პოპ-შემსრულებელი რიკი მარტინი ავსტრალიაში იმყოფება. იქაურ ჟურნალისტებს მან გულახდილი ინტერვიუ მისცა, სადაც პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.

ჟურნალისტები დაინტერესედნენ, რა ხდება მომღერლის ცხოვრებაში საყვარელ მამაკაცთან განშორების შემდეგ. რიკი მარტინმა ფინანსისტ კარლოს გონსალესთან 3 წელი იცხოვრა. წყვილი დაქორწინებას აპირებდა და სუროგატი დედისგან ტყუპიც გააჩინა. სამწუხაროდ, ისინი დაშორდნენ და რიკი მარტინი დღეს მარტოხელა მამაა.

როგორც მომღერალმა რადიოსადგურს განუცხადა, განშორება მისთვის ძლიერი დარტყმა იყო, დიდხანს ვერ მოდიოდა გონს, მაგრამ დღეს ჭრილობები შეხორცებული აქვს და მისი გულიც ახალ სიყვარულთან შესახვედრად მზადაა. დარწმუნებულიც არის, რომ ბედნიერება დიდხანს არ დააყოვნებს.

მომღერლის თაყვანისმცემლებმა ინტერვიუდან ისიც შეიტყვეს, რომ რიკი 2 ვაჟის შემდეგ ქალიშვილზე ოცნებობს. "ერთი სული მაქვს, როდის ეყოლებათ ჩემს შვილებს დაიკო. იზრუნებდნენ მასზე, მე კი მას შესანიშნავ მაგალითს მივცემდი" - აცხადებს მომღერალი, რომელსაც ამ ოცნების ასარულებლად ახალი ბოიფრენდი არ დასჭირდება. ის კვლავ სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლებს როგორც კი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მსოფლიო ტურნეს დაასრულებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება