ვის დაჰყავს თაკო ჩორგოლაშვილის მანქანა ტექმომსახურების ცენტრში

ვის დაჰყავს თაკო ჩორგოლაშვილის მანქანა ტექმომსახურების ცენტრში

ტელეწამყვან თაკო ჩორგოლაშვილის პირველი მანქანა''გოლფ 3'' იყო, რომელიც ოჯახის დახმარებით შეიძინა. დღემდე სულ სამი მანქანა ჰყავს შეცვლილი, მეოთხე მისი თეთრი''მერსედესია'', რომლითაც ძალიან კმაყოფილია და ამბობს, რომ ამ მარკის მანქანის ღალატი გაუჭირდება.

- მანქანების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, თან ძალიან მინდოდა, კარგად მესწავლა მართვა. მიჩნდებოდა საჭესთან დაჯდომის სურვილიც და ვერ ვიტყვი, რომ ამ სურვილს არ ვისრულებდი. მანქანის მოდელებით ნაკლებად ვინტერესდებოდი, მაშინ სულ რამდენიმე მარკის მანქანა ვიცოდი. მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა არ აქვს, მთავარი ამოცანაა, ოჯახის წევრები მანქანის თხოვებაზე დაითანხმოს (იღიმის).

მანქანის ტარება რეალურად დაახლოებით 14 წლისამ ვისწავლე. ცოტა ადამიანია, ვის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ბავშვობიდან მიმაჩნდა, რომ მამა მანქანას ყველაზე კარგად ატარებდა და მინდოდა, ასევე კარგად ესწავლებინა ჩემთვისაც. არ გამჭირვებია და პირველივე მცდელობაზე შინ მშვიდობით დავბრუნდით. არ მახსოვს, პრაქტიკა რამდენ ხანს გაგრძელდა, მაგრამ დამოუკიდებლად ტარება მალე დავიწყე.

- ალბათ, მართვის მოწმობა ადვილად აიღე.

- რადგან მართვა უკვე ვიცოდი, მხოლოდ აუტანელი რაოდენობის ტესტების სწავლა მომიხდა. დაახლოებით ოთხ დღეში ქალაქში სიარულის წესებსა და თეორიას გავეცანი და რუსთავის გზას ბებიასთან ერთად გავუყევი. მგონია, რომ ამ დროს ბევრ გულშემატკივართან ყურადღების გაფანტვას სჯობს, კონკრეტულ დავალებაზე იყო ორიენტირებული. თეორიული და პრაქტიკული გამოცდაც პირველივე ჯერზე წარმატებულად გავიარე, ჩემზე გამოცდილი მძღოლებისგან განსხვავებით (იღიმის).

- პირველი მანქანის შეძენა შენი დანაზოგით მოახერხე?

- ჩემი პირველი მანქანა''გოლფ 3'' ოჯახის დახმარებით ვიყიდე. მაშინ არ ვმუშაობდი, ასეთ სიტუაციაში კი მშობლებისგან რაღაცების მოთხოვნა უფრო მარტივია. მას შემდეგ სამი მანქანა შევიცვალე, ეს''მერსედესი'' მეოთხეა. მეგობართან ერთად შევარჩიე, რომელსაც ჩემზე მეტად უნდოდა, რომ კარგი მანქანა მეყიდა. იცოდა, ტექმომსახურების ცენტრში ჩემ მაგივრად მოუწევდა სიარული, ამიტომ, პირველ რიგში, თავის თავზე ფიქრობდა (იცინის). ალბათ, ყოველთვის მენდომება, მყავდეს''მერსედესის'' ფირმის მანქანა. არა მგონია, ოდესმე მის ემბლემას ვუღალატო, რომელიც, სხვათა შორის, ნიშნავს წარმატებას მიწაზე, წყალსა და ჰაერში…. ვფიქრობ, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტი, მდგრადობა, კარგი მანევრი და ლამაზი ვიზუალი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება