ვის "დაუთოებას" აპირებს გიორგი გაბუნია

ვის "დაუთოებას" აპირებს გიორგი გაბუნია

16 წლის რეზი ქარცივაძემ "X ფატორის" ჟიური ერთხმად მოხიბლა და შემდეგ ტურში სულ ფრენა-ფრენით გადავიდა.

როგორც პერსპექტიული კონკურსანტი ამბობს, ბავშვობიდან მღერის, კონკრეტულად კი, სამი წლიდან სცენაზეა, - მიუზიკლებში მონაწილეობდა, რამაც დიდი გამოცდილება შესძინა.

გუშინ მეგაშოუში მის წარმატებას კი ასე ხსნის, "ჩემი მიზანია, რომ წარმატებული გავხდე და ზუსტად ამიტომ გამოვედი "X ფაქტორში". იმისთვის, რომ წარმატებული გავხდე, მაყურებლისა და ჟიურის სიმპათია უნდა დავიმსახურო, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებ...

- მას მერე, რას სიმღერა წარმოადგინე, ცოტა დაბნეული ჩანდი, - ჟიურის ყველა წევრის შეფასება გახსოვს?

- გამორჩეულად მხოლოდ ანრის სიტყვებს ვიხსენებ, - "ძალიან იშვიათად აქვს ადამიანს ასეთი ვოკალური მონაცემებიო". ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ მხოლოდ ეს დამამახსოვრდა...

- გიორგი გაბუნიამ "დაჭმუჭნილ ნაჭერს" შეგადარა, რომელიც კარგი გასაუთოებელია... ეს მოგეწონა?

- არ არის საწყენი, მერე როგორც ჩანაწერში ვნახე, მოაყოლა, რომ უფრო მეტი შეგიძლია და აუცილებლად "გაგაუთოვებთო"...

- რა უცნაური ემოცია გამოიწვიე მასში. თანახმა ხარ, რომ გაბუნიამ "გაგუთოვოს"?

- რა თქმა უნდა, კი, აბა, რა?! ეს ყველაფერი მეტ გამოცდილებას შემძენს და ალბათ, ყველანაირად დამეხმარება, რომ წარმატებული გავხდე...

- სიმღერის გარდა, კიდევ რას აკეთებ?

- სკოლის მოსწავლე ვარ. 126-ში ვსწავლობ, მეთერთმეტეკლასელი ვარ, ახლა საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადები. ატესტატი ხომ უნდა ავიღო?! მერე კიდევ ერთი წელი მომიწევს სკოლაში ყოფნა... ასევე თეატრალურ სტუდიაში დავდივარ, სულხან ცინცაძის სახელობის 16-ე ხელოვნების სკოლაში... ბავშვობიდან სტუდია "კამერტონში" ვმღერი, - ჩემი პედაგოგი იყო თამარ გვაზავა, იქ 6 წელი ვიყავი, მაგრამ 3 წელია, რაც თანამედროვე სიმღერა დავიწყე... ვმონაწილეობ მუსიკალურ და თეატრალურ კონკურსებში. მეგობრებთან ერთად სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში ვთამაშობ.

- როგორ?

- ჩვენს სტუდიას მერია აფინანსებს და თბილისის თეატრებში გვიწევს გამოსვლა.

- სკოლას რომ დაამთავრებ, მსახიობობა გინდა, თუ მუსიკოსობა?

- მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვმღერი. თეატრი კი ცოტა სხვა რამ არის. სინამდვილეში კი "თეატრალურზე" მინდა ჩაბარება... ახლა მოსამზადებელ პერიოდს გავდივარ. ეს დარგი ძალიან მიზიდავს.

- ჰო, მაგრამ როგორც ჩანს, ფართო მაყურებელს ჯერჯერობით სიმღერით აცნობ თავს...

- კი, ამ ეტაპზე ასე მირჩევნია...

- ამ პროექტისგან რას ელი და რა გეგმები გაქვს?

- ვიბრძოლებ, რომ ბოლომდე მივიდე, ეს დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის.

- და ყველაფერს გააკეთებ, რომ "X ფაქტორი" გახდე?

- არ მგონია, რომ ამის შანსი არ მქონდეს...

- თუმცა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავს...

- კი, მაგრამ თავს არ ვზოგავ. გაბუნიაა ჩემი მენტორი...

- და სწორედ გაბუნიამ უნდა "დაგაუთაოს"?

- დიახ (იცინის).

- შენს საგულშემატკივროდ კულისებში სამი ადამიანი იყო. ვინ იყვნენ ისინი?

- დედა, მამა და და, რომლებიც ჩემი გამარჯვებით ბედნიერები არიან და მგულშემატკივრობენ.

- შეყვარებული არ გყავდა მიყვანილი საგულშემატკივროდ?

- მეგობარი გოგოები მყავს, მაგრამ შეყვარებული - არა... ამჯერად ასეა...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება