"ტიპაჟი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა საბოლოოდ" - ლიზა ყენიას გამოსვლით იმედგაცრუებული ჟიური და გიორგი გაბუნიას მკაცრი შეფასება

"ტიპაჟი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა საბოლოოდ" - ლიზა ყენიას გამოსვლით იმედგაცრუებული ჟიური და გიორგი გაბუნიას მკაცრი შეფასება

დღეს "X ფაქტორის" პირველი ლაივშოუა. გადაცემაში გოგოებისა და ბიჭების 4 სკამის კონკურსი იმართება. ჟიურის წევრებმა სოფო ნიჟარაძემ და გიორგი გაბუნიამ საკუთარი გუნდების კონკურსანტებიდან პროექტში 4-4 საუკეთესო მონაწილე უნდა დატოვონ. სოფოს გუნდის წევრი იყო მომღერალი ლიზა ყენია, თუმცა დღეს მისი შესრულებით ჟიური უკმაყოფილო დარჩა.

"ძალიან ბევრი უზუსტობა იყო მუსიკალურად, ნოტებს და დეტონაციებს ვგულისხმობ. სცენაზე შენ არ გრძნობდი თავს თავისუფლად, ასე რომ, ის კარგი ტიპაჟი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, წყალში გადაყრილი აღმოჩნდა საბოლოოდ. მე ამ შემთხვევაში სოფოს ადგილზე ძალიან წყნარად ვიქნებოდი და არც ლიზას დავსვამდი სკამზე", - ასე შეაფასა გიორგი გაბუნიამ ლიზას გამოსვლა.

სოფო ნიჟარაძე: "მე უფრო დამაკლდა მისი აქტიურობა სცენაზე. მე მინდოდა ბევრად უფრო მეტი".

თამთა გოდუაძე: "რა უნდა ექნა მეტი ამ სიმღერაში, უნდა ეხტუნავა თუ უნდა ეცეკვა".

ლიზა ყენიამ პროექტი დატოვა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება