ქართველი სექსუალური ლამაზმანები ჩინეთში თხოვდებიან - სამებაში მონათლული ჯეი იოანე გახდა

ქართველი სექსუალური ლამაზმანები ჩინეთში თხოვდებიან - სამებაში მონათლული ჯეი იოანე გახდა

მოდელ ნანუცა ტორონჯაძესთან ინტერვიუ ''რეიტინგში'' წელიწადზე მეტია, რაც გამოქვეყნდა. გოგონა სხვა ქართველებთან ერთად ჩინეთში სამუშაოდ წავიდა, მაგრამ მას ძალიან გაუმართლა, რადგან კლუბებში ჩატარებული გამოსვლებიდან მალე გადაინაცვლა სამოდელო ბიზნესში და ხშირად იღებდნენ სხვადასხვა, მათ შორის თეთრეულის რეკლამაში. გოგონა არც სექსუალურ ფოტოსესიებში მონაწილეობას მორიდებია.

გასულ კვირას ჩინელ მეორე ნახევართან ერთად საქართველოს ესტუმრა და ჯვარი დაიწერა. გრანდიოზული ქორწილი რესტორანში აღნიშნეს. გული სწყდება, რომ ჩინეთიდან სავიზო პრობლემების გამო სტუმრები ვერ ჩამოვიდნენ, მაგრამ მალე მეორე ქორწილს ჩინეთში გადაიხდიან და წყვილი ნამდვილ ოჯახურ ცხოვრებას დაიწყებს.

- მე და ჯეიმ ერთმანეთი საკმაოდ სასაცილო სიტუაციაში გავიცანით. ჩემს მეგობარს სამსახურში გავყევი და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჩემი მომავალი რჩეულის კლუბი ყოფილა. მაშინ არც ვიცოდი, რომ ეს ადამიანი ჩემი მეორე ნახევარი გახდებოდა. საღამოზე ''ვიქტორია სიკრეტის'' თეთრეულის ჩვენება გაიმართა. მე ჩემთვის ვიდექი და ვუყურებდი, მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ ერთი ბიჭი ზედმეტად მაქცევდა ყურადღებას. გამოსვლა რომ დამთავრდა, მეგობარმა მითხრა, რომ კლუბის მეპატრონე შამპანურზე გვეპატიჟებოდა, ეს ადამიანი ახლა ჩემი ქმარია (იღიმის).

- თქვენი სიყვარულის ამბავი რამდენ ხანს გაგრძელდა, ჯეი ეჭვიანი შეყვარებული იყო?

- ჯეის ნათლობის სახელია იოანე, საქართველოში დაარქვეს. დაახლოებით ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ეჭვიანია, რა თქმა უნდა. სულ მეუბნება, შენნაირი ქალი რომ ჰყავს ადამიანს გვერდით, აუცილებლად უნდა იეჭვიანო, ისე არ გამოდისო. შეყვარებულობის პერიოდში ყველაფერს მიკეთებდა, მანებივრებდა, ყველგან დავდიოდით, სადაც გამიხარდებოდა, ვაკეთებდით ყველაფერს და ახლაც არაფერი შეცვლილა.

- შენს პროფესიაზე არ ეჭვიანობდა?

- ადრე თავადაც მოდელი იყო, ამიტომ პრობლემა არ ჰქონია, პირიქით, ძალიან მოსწონს.

- როგორ მიხვედით დაოჯახების გადაწყვეტილებამდე?

- 24 საათი ერთად ვიყავით, ერთმანეთის გარეშე არაფერს აღარ ვაკეთებდით. შემდეგ მშობლებიც გამაცნო. ისე დავახლოვდით, რომ აღარ გვინდოდა, შეყვარებულები გვრქმეოდა და დავქორწინდით. როდესაც მისმა მშობლებმა დამინახეს, ძალიან გაუხარდათ. არ ვიცი, ჩინელი რძალი უნდოდათ თუ არა, მაგრამ კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება