"პირველმა იმან ისროლოს, ვისაც არასდროს შეუგინია" - "X ფაქტორიდან" გაშვებული კონკურსანტის მეუღლე კრიტიკოსებს პასუხობს

"პირველმა იმან ისროლოს, ვისაც არასდროს შეუგინია" - "X ფაქტორიდან" გაშვებული კონკურსანტის მეუღლე კრიტიკოსებს პასუხობს

"იქს ფაქტორის" პროექტიდან მარიამ პავლიაშვილის გაშვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოფო ნიჟარაძის გადაწყვეტილება თითქმის ყველამ დაგმო. მარიამის პროექტიდან გაშვებას არ ელოდა მისი მეუღლე, დავით კილასონია, რომელმაც მენტორების გადაწყვეტილება უწმაწურად შეაფასა და მთელი საქართველო აალაპარაკა. ნანობს თუ არა საკუთარ საქციელს და რას პასუხობს კრიტიკოსებს ამის შესახებ, მარიამ პავლიაშვილის მეუღლემ განმარტება "ამბები.გე"-თან გააკეთა.

- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ახლობელ თუ სრულიად უცხო ადამიანებს, ვინც პირადში თუ ღიად გამოხატავენ ჩემი მეუღლის მხარდაჭერას, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. რაც შეეხება ჩემს არაკორექტულ ფრაზებს ჟიურის მიმართ, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში გაჟღერდა გუშინ, საზოგადოება სხვადასხვაგვარად შეხვდა ამას, ზოგში აღშფოთება გამოიწვია ზოგში კი აღტაცება. იმ დღეს ფილარმონიაში რაც მოხდა, გულგრილს ვერ დამტოვებდა რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო, რომ მარიამი ჩემი მეუღლეა, რომელსაც ყველგან და ყოველთვის გვერდში ვუდგავარ. სრულიად და ობიექტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი, სუპერმომღერალი, ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. ძალიან ვაფასებ იმასაც, თუ რამდენად "ვაჟკაცურად'' შეხვდა იმ ფაქტს, რომ დაჩაგრეს. მაპატიეთ, მაგრამ მე ამას გულგრილად ვერ შევხედავდი. რაც შეეხება იმ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რაც ჩემმა ნათქვამმა ხალხში გამოიწვია, უბრალოდ ძალიან სასაცილოა მათ მიერ ისეთი კომენტარების გაკეთება, რითაც მლანძღავენ და საშინელი ადამიანი გამოვყავარ (ზოგ შემთხვევაში ძალიან აჭარბებენ კორექტულობას), არაფრითაა ნაკლები თუ მეტიც არაა იმაზე, რაც მე ვთქვი. "რუსთავი 2"-საც ხომ მეტი რა უნდოდა, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, მე ვამაყობ ჩემი მეუღლით და იმ საქმით, რასაც ის აკეთებს და ძალიან მაგრად გამოსდის. ხოლო თუ მაინცდამაინც ქვის სროლა გინდათ, პირველმა იმან ისროლოს, ვისაც არასდროს შეუგინია. არცერთი წამით არ ვნანობ ჩემ საქციელს და ზუსტად ვიცი, ახლაც რომ იგივე ხდებოდეს, იგივე რეაქცია მექნებოდა.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება