ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას - ნინა სუბლატის პოლიტიკური განაცხადი "ევროვიზიის" პრესკონფერენციაზე

ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას - ნინა სუბლატის პოლიტიკური განაცხადი "ევროვიზიის" პრესკონფერენციაზე

"ევროვიზიის" პირველი ნახევარფინალის შემდეგ, 20 მაისს პრესკონფერენცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ფინალში გადასულმა 10-მა კონკურსანტმა მიიღო. მათ შორის იყო ნინა სუბლატი. საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის შეკითხვაზე: "არის თუ არა საქართველო მებრძოლი ქვეყანა" (მოგეხსენებათ, ნინას საკუნკურსო სიმღერის სახელწოდება Warrior, ითარგმნება, როგორც მებრძოლი), ქართველმა მომღერალმა ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი გააკეთა:

"ხშირად მესმის კითხვა: რატომ "მებრძოლი", რატომ არის სიმღერის სახელწოდება "მებრძოლი". ალბათ უცნაურია, რომ 20 წლის გოგონა ასე აზროვნებს და იმაზე ფიქრობს, რომ იყოს მებრძოლი, იყოს ფემინისტი. საქართველოს მართლა აქვს ბრძოლის მიზეზი. ჩვენი ქვეყანა პატარაა და ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას. ძნელია იმის სიტყვებით ახსნა, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის მებრძოლი სული, იმიტომ რომ ჩვენ უკვე საუკუნეებია ვიბრძვით. ეს ისტორიაა, ეს არ არის მარტივი შეკითხვა".

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება