"ჩემსა და ნინიზე გავრცელებულმა ჭორმა კიდევ უფრო "გამაპიარა," მგონი, უკვე სასურველი სასიძო ვარ"

"ჩემსა და ნინიზე გავრცელებულმა ჭორმა კიდევ უფრო "გამაპიარა," მგონი, უკვე სასურველი სასიძო ვარ"

აქტიური, მარავალმხრივი, მოძრავი, კრეატიული, საქმიანი, - ბახვა ბრეგვაძის დახასიათება შეიძლება უსასრულოდ გარძელდეს, თუმცა ის ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსის ცოტნე ცოტაშვილის გარემოცვის წევრი და მისი მარჯვენა ხელია.

- ბახვა, შენს პერსონაჟსაც სერიალში ბახვა ჰქვია...

- ბახვა ვარ, ბახვა! სხვა სახელი რომ მერქვას და ის დამიძახონ, ალბათ ვერ აღვიქვამდი... სერიალში ჩემმა სახელმა მარკეტინგულადაც გაამართლა. ეს სახელიც ცხოვრებაშიც მშვენივრად გამომადგა, ისე, თავიდან კი ვაპროტესტებდი...

- ბაბუის სახელია?

- ბაბუას ბახვას უფრო მეტსახელად ეძახდნენ, მე კი რეალურად დამარქვეს. ბახვა ფულავა - ლიტერატურული პერსონაჟი ხომ გაგიგონიათ?

- როგორ არა, გიორგი წერეთლის "პირველი ნაბიჯის" მთავრი გმირია... თუ სერიალს დავუბრუნდებით, - რა ტიპია სერიალში ბახვა, რა უნდა, რა მოთხოვნები აქვს?

- ვფიქრობ, დადებითი პერსონაჟია, რადგანაც ბოლომდე უარყოფითი გმირები სერიალში არ არიან. ბახვა ერთგული, ალალი, მოწადინებული ტიპია, ცოტა ფორიაქა. მთლიანობაში ალბათ უფრო დადებითი გმირია და ამიტომაც არის, რომ ქუჩაში ხალხისგან და მაყურებლისგან უამრავ სითბოს ვგრძნობ. ყურადღებას მაქცევენ როგორც უცნობი, ისე, ცნობილი ადამიანები. ამას ის განაპირობებს, რომ ასეთი პოპულარულია თავად სერიალი. ისე, როგორც არაპროფესიონალს, მაგრად გამიმართლა, რომ საოცარ თანავარსკვლავედში მოვხვდი, ძალიან კარგი მსახიობები მონაწილეობენ, - ასე ზუსტად შერჩეული მსახიობები იშვიათია, რომლებიც ასე კარგად ასრულებენ მათთვის მიცემულ ამოცანას. გარდა იმისა, რომ სცენარისტი სასწაულებს ახდენს.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქეთი დევდარიანმა სცენარისტის საქმე წინ წამოსწია და მისი მნიშვნელობა ყველას დაანახვა. ყველა დარწმუნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ სცენრს.

- მიუხედავად იმისა, რომ შენი პერსონაჟი უხვსიტყვაობით არ გამოირჩევა, ყველამ იცის, ვინ არის ბახვა...

- თავიდან ეს მეც მიკვირდა, მაგრამ იყო პერიოდი, როცა დიდი ტექსტებიც მქონდა. ასეა, რომელიღაც პერსონაჟი წამოიწევს, მერე დაიკარგება და ისევ გამოჩნდება.…თავიდან იმ დიდ ტექსტებზე ვღელავდი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება