სერიალების ყველაზე სასურველი ქალები

სერიალების ყველაზე სასურველი ქალები

საქართველოში თურქულ და ესპანურენოვან სერიალებს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ქართული არხებიც, რასაკვირველია, არ სწყვეტენ გულს სერიალების თაყვანისმცემლებს და მათ სხვადასხვა ახალი ნამუშევრით ანებივრებენ. ტელეფილმების წარმატების მთავარი ღერძი საინტერესო და ორიგინალური სასიყვარულო ამბებია, მათ ცენტრში კი აუცილებლად ლამაზი წყვილი უნდა იდგეს. ქართულ არხებზე ამჟამად ოთხი ყველაზე რეიტინგული სერიალი გადის, რომელთა მთავარ ლამაზმანებსაც წარმოგიდგენთ დღევანდელ ნომერში.

პაოლა ნუნიესი - ''პალიტრა ტვ'', ''მაფიაზე გათხოვილი''. გარდა მსახიობობისა, პაოლა ტელეპროდიუსერიც გახლავთ. პაოლა ნუნიეს რივასი 12 წლის იყო, როდესაც თეატრალური კარიერა დაიწყო და 16 წლისა უკვე კინომსახიობიც გახდა. მან შესაბამისი განათლებაც მიიღო. 20 წლის ასაკში პაოლამ ოჯახიდან წასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა.

ალბათ, თავისი მტკიცე ხასიათის გამო შეძლო შესანიშნავი კარიერის აწყობა. დღეს არა მხოლოდ ერთ-ერთ ულამაზეს მექსიკელ ქალად მიიჩნევა, არამედ უამრავ ისეთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც სახელი მთელ მსოფლიო- ში გაუთქვა და მაღალი კლასის მსახიობად ჩამოაყალიბა, მათ შორისაა სერიალი ''მაფიაზე გათხოვილიც'', რომლის თაყვანისმცემლები მის გარეგნობას განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს. ზემოხსენებულ სერიალს ამერიკაში მდებარე ცნობილი კომპანია ''ტელემუნდო'' იღებს და გამორჩეულად პოპულარულია ამერიკის შეერთებული შტატების ესპანურენოვან მოსახლეობას შორის, ასევე ევროპაში. სწორედ ამიტომ, ''მაფიაზე გათხოვილს'' პრომოუშენს ენრიკე იგლესიასი უკეთებს.

ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მექსიკელი ქალბატონი 2013 წლიდან დანიშნულია როდოლფო ვალდესზე, თუმცა ჯერჯერობით არ დაქორწინებულან.

ბერგუზარ კორელი, ''რუსთავი 2'', ''ქარადაი'' - ბერგუზარ კორელის ბედი თავიდანვე გან-საზღვრული იყო. მისი დედ-მამა მსახიობები არიან. ბერგუზარიც, ნიჭთან ერთად, სილამაზითაც გამოირჩეოდა, ამიტომაც არ გაუჭირდა სამსახიობო კარიერის აწყობა. დღეს არაბულ სამყაროში ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქალად მიიჩნევა.

ეჯე უსლუ ''იმედი'', სერიალი ''შავი ვარდი'' - პოპულარულმა თურქმა მსახიობმა ქალმა თავისი პირველი როლი 1991 წელს მიიღო, თუმცა პოპულარობა მასთან მოგვიანებით მივიდა, 2002 წელს, როდესაც მთავარი როლი შეასრულა სერიალში ''ზერდა''. კინოში 20-წლიანი კარიერის განმავლობა- ში 13 ფილმსა და სერიალშია გადაღებული.

ტუბა ბუიუკუსტუნი ''მაესტრო'', სერიალი ''შავი ფული და სიყვარული'' - სტამბოლელი ლამაზმანი თურქული სერიალების ვარსკვლავი გახლავთ. მანამდეც იყო ამ სფეროში ჩართული, მაგრამ ნამდვილი აღიარება 2005 წელს მოიპოვა, ერთ-ერთ სერიალში შესრულებული როლით.

სრულად წაიკითხეთ

reitingi.ge -ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება