ჯულიანა ბარგნარის პირველი კომენტარი გიორგი ყიფშიძესა და ოჯახის ტრაგედიაზე

ჯულიანა ბარგნარის პირველი კომენტარი გიორგი ყიფშიძესა და ოჯახის ტრაგედიაზე

მაია ასათიანის გადაცემა "პროფილის" ეთერში, ჯულიანა ბარგნარმა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის დროს გავრცელებულ ჭორზე კომენტარი გააკეთა. მაშინ აქტიურად საუბრობდნენ ჯულიანასა და  გიორგი ყიფშიძის რომანზე. უფრო მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ცოლს დაშორდა.

წამყვანის კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ესაუბრა მას ამ თემასთან დაკავშირებით, ჯულიანამ უპასუხა, რომ მას სურს დაივიწყოს ყველაფერი.

"ჩემი თხოვნა იქნება ამ თემაზე არაფერი მკითხოთ, რადგან ხშირად არასწორად წერდნენ, მეკითხებოდნენ... ახლა უკვე ახალი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში და მინდა დავივიწყო ეს ყველაფერი," - აღნიშნა ბარგნარმა.

გადაცემის მსვლელობისას იმ ტრაგედიაზეც ისაუბრა, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის დროს დაატყდათ თავს. მიმდინარე კონკურსის დროს მას მოულოდნელად და გარდაეცვალა.

"ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემი დის გადაწყვეტილებით მოხდა. სახელიც მან დამარქვა,"- საუბრობს ბარგნარი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება