ჯენიფერ ლოპესი საუკეთესო სხეულის მქონე ვარსკვლავად აღიარეს

ჯენიფერ ლოპესი საუკეთესო სხეულის მქონე ვარსკვლავად აღიარეს

ჯენიფერ ლოპესმა ჟურნალ US Weekly-ს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ვარსკვლავმა დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრია, რომელიც არაფერზე მეტყველებს. 45 წლის ასაკში ორი შვილის დედა ბრწყინვალედ გამოიყურება და მშვენივრად გრძნობს თავს. ახალ ფოტოსესიაში რუბრიკით - ”საუკეთესო სხეულები” ლოპესი სექსუალობას და თავდაჯერებულობას ასხივებს.

თუმცა ინტერვიუში ჯენიფერმა აღიარა, რომ მუდამ ამაღლებულ განწყობაზე ვერ გრძნობს თავს. მის ცხოვრებაში, როგორც ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში, არსებობს ისეთი პერიოდები, როდესაც დასვენება და სულიერი ფასეულობებისთვის დროის დათმობა გინდება, შესაბამისად გავიწყდება, რომ საზოგადოებისთვის მუდამ მიმზიდველად გამოიყურებოდე.

”მე არ ვარ 180 სანტიმეტრი სიმაღლის მოდელი და არც სიგამხდრით შემიძლია დავიკვეხნო. არ ღირს თავი მოაჩვენო იმაზე უკეთესად, ვიდრე ხარ. უნდა მიიღო საკუთარი სხეული და იმუშაო მასზე ისე, რომ სრულყოფილი გახადო”, - განაცხადა ლოპესმა. აგრეთვე დასძინა, რომ ცდილობს ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოს და რეგულარულად ივარჯიშოს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება