პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად ტეილორ სვიფტი დასახელდა (+ ფოტოგალერეა)

პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად ტეილორ სვიფტი დასახელდა (+ ფოტოგალერეა)

ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი რამდენიმე დღის წინ პრესტიჟულ ”ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე” რვა პრემიის მფლობელი გახდა და ამის პარალელურად, ჟურნალ ”მაქსიმის” ვერსიით, "პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად" დასახელდა.

წინა წლებში "პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალის" ტიტული მოიპოვეს მომღერალმა მაილი საირუსმა, სუპერმოდელმა როზი ჰანტინგტონ უაიტლიმ, მომღერალმა კეტი პერიმ, მსახიობმა ოლივია უაილდმა და მომღერლებმა - ჯესიკა სიმფსონმა და კრისტინა აგილერამ. პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების სრული სია, ანუ ასეული ჟურნალ ”მაქსიმის” ივნისის ნომერში გამოქვეყნდება. ჟურნალთან ინტერვიუში სვიფტმა იმაზე ისაუბრა, რას ნიშნავს მისთვის ეს ტიტული:

”ძალიან სასიამოვნოა, წარმოუდგენლად კარგი კომპლიმენტია. ეს წელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა. გამოვუშვი ალბომი და ზუსტად ისეთი გამომივიდა, როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო. ყველა ჩემი სურვილი დავიკმაყოფილე და ძალიან ვამაყობ გაწეული სამუშაოთი. ამ ყველაფრის ფონზე ასეთი წოდების მიღება ბედნიერების შეგრძნებას კიდევ უფრო ზრდის”.

ფოტოგალერეაში იხილავთ გასული წლების პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალების ფოტოებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

ცნობილი სერიალის წყევლა - Glee-ს მსახიობი სავარაუდოდ, ტბაში დაიხრჩო, მისი 4 წლის შვილი კი ნავში იპოვეს