2014 წლის გაუხმაურებელი ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

2014  წლის გაუხმაურებელი ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

2014-მა წელმა ჩაიარა და უამრავმა გამოცემამ გამოაქვეყნა საუკეთესო ფილმების სია, გაანაწილეს წლის ყველაზე პატივსაცემი სურათების ტიტულები, მაგრამ დღეს ჩვენ მეინსტრიმ პროექტებს გვერდით გადავდებთ და იმ ფილმების შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც შარშან არც მედიაში, არც გაქირავებაში დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, წლის მნიშვნელოვანი მოვლენა გახდნენ. მოკლედ, წარმოგიდგენთ 2014 წლის საუკეთესო ფილმებს, რომელთა შესახებაც არაფერი გაგიგიათ.

stretch (გაწელვა)

GTA ხომ ყველას გაქვთ ნათამაშები? ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ მსგავს ფილმს უყურებთ, სადაც ხალხის კვლის და ბარბაროსული აქტების მაგივრად, მთავარი პერსონაჟი, რომელიც ლიმუზინის მძღოლია, ცნობილ მსახიობებს დაათრევს წინ და უკან. გზად კი იმდენი მძაფრსიუჟეტიანი თავგადასავალი ხდება, როგორც კარგ ექშენზე გათვლილ ვიდეოთამაშს შეეფერება. ამასთან, რეჟისორი ჯო კარნაჰანი პირდაპირ დასცინის და შეურაცხყოფს ყველა იმ მანკიერებას, რაც თანამედროვე კინოინდუსტრიაში სუფევს. ”სთრეჩი” არის ფსიქოდელურ ნარკოტიკებზე "შემჯდარი" კომედია, რომელიც სიუჟეტურად მუდამ იცვლება და სულ უფრო ჩქარდება. მისი ყურებისას მოდუნება უბრალოდ, შეუძლებელია.

babadook (ბაბადუკი)

კინემატოგრაფიაში საშინელებათა ჟანრი ყველაზე ცუდ დღეშია. კომაში მყოფი პაციენტივითაა, რომელიც წელიწადში ერთხელ თუ გაახელს თვალს იმის მისანიშნებლად, რომ ჯერ აპარატიდან არ გათიშონ. 2014 წლის ასეთი თვალის გახელა იყო ჯენიფერ კენტის სადებიუტო ჰორორი ბაბადუკი. ფილმი პირველივე კადრიდან გძაბავთ და გაძრწუნებთ. ის არის იდეალური ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა გამოიწვიოს სურათმა მაყურებელში შიში და თანაგრძნობა. ყველაფერი ფსიგოლოგიურ დონეზე ხდება, ატმოსფერო უიმედობის შეგრძნებას ტოვებს, დაძაბულობა კულმინაციას აღწევს, ხოლო როცა საბოლოოდ ბაბადუკი გაშლის თავის გრძელ ხელებს, აი, აქ უკვე სკამზე მყარად ჯდომა ნამდვლად აღარ გამოგივათ. ერთი სიტყვით, ბაბადუკი წლის საუკეთესო ჰორორია. სანამ მის ყურებას დაიწყებთ, გაითვალიწინეთ, რომ ბნელ ოთახში დაძინებას ვეღარ მოახერხებთ.

what we do in the shadows (რას ვაკეთებთ ჩრდილქვეშ)

ფსევდო დოკუმენტური ფილმები დაბალბიუჯეტიან პროექტებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს და რეალიზმის მიღწევის ალბათ, საუკეთესო საშუალებაა. ამ ჟანრის წარმომადგენლები არიან საშა ბარონ კოენის "ბორატი", ვუდი ალენის "ზელიგი", კრისტოფერ გესტის "საუკეთესო შოუში" და ა.შ. თუმცა ეს მეთოდი ძირითადად, საშინელებათა ჟანრშია ყველაზე გავრცელებული. წარმოიდგინეთ, ერთ სახლში რომ ცხოვრობდეს ნოსფერატუ, დრაკულა, ბლეიდი, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს და ინდუსია და ედვარდ კალენი, რომელიც არ ბრჭყვიალებს. ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ფილმი და ყველაზე საინტერესო ისტორია ვამპირების ცხოვრების დღემდე უცნობი დეტალების შესახებ.

enemy (მტერი)

მართალია დენის ვილნუევის ”მტერი” ოფიციალურად 2013 წლის ფილმია, მაგრამ ამერიკაში და გლობალურ კინოგაქირავებაში მხოლოდ 2014 წელს გამოვიდა, ამიტომ აქვს ამ სიაში ყოფნის უფლება. ”მტერი” დეპრესიული ატმოსფეროს მქონე მისტიკური ისტორიაა, რომელიც დიდი ხანი დაგტოვებთ გაოგნებულს და დაგაფიქრებთ იმაზე, რა ხდებოდა ფილმში და რას ნიშნავდა ესა თუ ის სცენა. იდენტობის კრიზისზე, ოჯახურ ინსტიტუტზე, ქაოსზე და ამ ქაოსში წესრიგის ძიებაზე აგებული ძალიან ჭკვიანური სიუჟეტი აუცილებლად მიგაჯაჭვებთ მონიტორს. ამას დამატებული ჯეიკ ჯილენჰოლის ფანტასტიური პერფორმანსი და ოსტატური რეჟისურა სრულყოფილად შეკრულ სანახაობას წარმოადგენს, რომელშიც თავად მოგიწევთ კითხვებზე პასუხების მოძიება.

the double (ორეული)

”ორეული” ნიჭიერი ბრიტანელი რეჟისორის რიჩარდ აიოადის მეორე ფილმია და ბევრი რამით გავს ”მტერს”. ფერთა პალიტრა აქაც მშრალი და დეპრესიულია, მთავარ პერსონაჟს საკუთარი ორეული ეცხადება, მაგრამ მსგავსებები აქ წყდება. თემები, რომელსაც ”ორეული” განიხილავს, თვისობრივად განსხვავდება ”მტრისგან”. ფილმი თეოდორ დოსტოევსკის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. წინ გელით საკმაოდ უცნაური შავი კომედია, რომელშიც ბევრს ვერ იცინებთ, მაგრამ სიტუაციის იუმორისტულ მახასიათებლებზე ხშირად გაგეღიმებათ. სისტემური წესრიგის და ბიუროკრატიის კრიტიკა, თვითგამორკვევის და მიზნის ძიების ირგვლივ გაშლილი ფაბულა, ჯესი ეიზენბერგის და მია ვასიკოვსკას დამაჯერებელი შესრულება, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ”ორეულში” ნახავთ.

laggies (პატარა დიდი გოგონა)

2014 წელი რომანტიკულ კომედიებს არ წყალობდა. უფრო მეტი ფილმი გამოვიდა დესტრუქციულ ურთიერთობებზე, ვიდრე სიყვარულზე. ლინ შელტონის ”ლეგის” ქალის გადაღებული, ქალის დაწერილი და ქალის პერსპექტივიდან მოყოლილი ისტორიაა, რომელშიც უხვადაა ემპათია, სასაცილო სცენები, საინტერესო დიალოგები და წამოჭრილია თვითგამორკვევის საკითხი. ფილმში კირა ნაითლის, სემ როკველის და ქლოი გრეის მორეთსის სამსახიობო შესრულება და პიტერ პენის სინდრომის განხილვა მრავალ იუმორისტულ სცენასთან ერთად არის შერწყმული.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება