ყველაზე დასამახსოვრებელი სექსის სცენები სერიალებში

ყველაზე დასამახსოვრებელი სექსის სცენები სერიალებში

სექსი ყველაზე კარგად ყიდის ვიზუალურ პროდუქციას. ხშირ შემთხვევაში, სექსის სცენები არც სიუჟეტის აუცილებლობით არის ნაკარნახევი, არც პერსონაჟის ხასიათის წარმოსაჩენად – უბრალოდ, მისი ყურება ხალხს უყვარს. კინემატოგრაფში სექსი ბევრია, მრავალგვარი და ძალიან ცოტაა დასამახსოვრებელი. სატელევიზიო შოუებში გრაფიკული, ღიად ნაჩვენები სექსი უახლესი წარსულია, მანამდე მხოლოდ მსუბუქი ეროტიკა თუ გაიპარებოდა ეთერში. დღეს კი ლამის მთავარი მოთხოვნაა თანამედროვე შოუებში, რომ სანახაობრივი სექსის სცენებით იყოს სავსე. მოკლედ, წარმოგიდგენთ ყველაზე დასამახსოვრებელ და კარგად გადაღებულ არაპორნოგრაფიული სექსის სცენებს სატელევიზიო შოუებში.

true detective (ნამდვილი დეტექტივი) სეზონი 1, ეპიზოდი 6

ნამდვილი დეტექტივი რევოლუციური სერიალია, რომელმაც საბოლოოდ გააქრო გამყოფი ზოლი მხატვრულ კინოსა და სატელევიზიო ნაწარმს შორის. აქ ყველაფერი რეალისტური, საშინლად ატმოსფერული და მომაჯადოებელია. ზუსტად ასეთივეა სექსის სცენებიც. თან ექვსი სერიის განმავლობაში სამჯერ ხდება ვნებების დემონსტრაცია და სამივეჯერ ეს გემოვნებით შექმნილი და ძალიან სექსუალურია. თუმცა საუკეთესო მაინც მეექვსე სერიის სცენაა. სერიალის დასაწყისიდანვე ვიგებთ, რომ მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი, რომლებიც მეწყვილეები იყვნენ, ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. ამის მიზეზს მხოლოდ მეექვსე სერიაში ვიგებთ. და ეს მიზეზი ჰარელსონის ცოლს, მაკკონაჰის და სამზარეულო მაგიდას უკავშირდება. 

Brickleberry (ბრიკლბერი) სერია 3, ეპიზოდი 10

ანიმაციური სერიალი "ბრიკლბერი" ყველაზე პერვერსიული რამაა, რასაც საკაბელო ტელევიზიაში შეიძლება წააწყდეთ. ის ყველას ძულს, დაწყებული ლიბერალებით, დამთავრებული კონსერვატორებით. სელებრითები მკაცრ უარს აცხადებენ შოუს გახმოვანების შეთავაზებაზე. მოკლედ, "ბრიკლბერის" პოპულარობა მისდამი სიძულვილით უფროა განპირობებული, ვიდრე სიყვარულით. არადა, ამაზე სასაცილო მულტსერიალს ძნელად თუ მონახავთ. მესამე სეზონის ბოლო სერიაში კი სცენარისტების თავხედობა კულმინაციას აღწევს. თავხედობა, ოღონდ კარგი გაგებით. მთავარი პერსონაჟი ეტელი ახალ გამოჩენილ სკაუტ გოგონასთან მოულოდნელი სექსით კავდება, ამ ყველაფერს კი ლესბოსელი კონი უყურებს, რომელსაც თვალები გუგებიდან გადმოუვარდება.

dexter (დექსტერი) სეზონი 7, ეპიზოდი 6

სერიალ "დექსტერის" მეშვიდე სეზონი ყველაზე დრამატული და მოულოდნელი ეპიზოდებით დატვირთული გამოდგა მთელი რვა სეზონის განმავლობაში. ამ სერიაში დექსტერი სუპერსექსუალურ ივონ სტრაჰოვსკის თავისი ჩვეული მეთოდით უპირებს მოკვლას. მაგიდაზე, ცელოფნით შიშველი ყავს დაბმული და სადაცაა გულში დანას გაუყრის, მაგრამ საკუთარი კოდექსის მიხედვით მოქმედებას ცდუნება ჯობნის და ის, რაც სიკვდილით უნდა დასრულებულიყო, ორგაზმით მთავრდება.

outlander (უცხოელი) სეზონი 1, ეპიზოდი 7

თამამად შეიძლება თქმა, რომ ”უცხოელი”  2014 წლის ყველაზე დიდი სიურპრიზი და ყველაზე სექსუალური სატელევიზიო შოუა. სიუჟეტი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში და მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი საოცრად ელეგანტური, არისტოკრატული სილამაზის კლერია, რომელიც წარსულში მოხვდება. პირველი სეზონის მეშვიდე სერიაში ორი მთავარი გმირი იქორწინებს და თითქმის მთელი ქრონომეტრაჟი მათ პირველ ღამეს ეთმობა. საქმე ის არის, რომ ეს ყველაზე ფემინისტური სექსის სცენაა, რაც ოდესმე გადაღებულა. აქ არ არის ალფა დომინანტი მამაკაცი და არც სცენაა ისე გადაღებული, რომ მხოლოდ მამრ აუდიტორიაზე იყოს გათვლილი, როგორც ეს ხდება ხოლმე, ძირითადად. სექსი მთლიანად ქალის პერსპექტივიდანაა ნაჩვენები. სცენა იმხელა ინტიმურობითაა დამუხტული, რომ შეიძლება ინსტიქტურად ეკრანს თვალი მოაშოროთ და სირცხვილი იგრძნოთ, რადგან ორი ადამიანის პირად სივრცეს არღვევთ.

game of thrones (სატახტო თამაშები)

”სატახტო თამაშები” იყო ალბათ ის სერიალი, რომელმაც სექსის რეალისტური სცენები აუცილებელ ატრიბუტად აქცია თანამედროვე ამერიკულ სერიალებში. ამაზე უკვე ძალიან ბევრი ისაუბრეს, გააანალიზეს, იქილიკეს და პორნოგრაფიული ფენტეზიც უწოდეს. მაგრამ ასეა თუ ისე, შოუში ბლომადაა ემოციური, ბუნებრივი და ვნებით გაჟღენთილი სექსის სცენები. თუმცა მრავალთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი დაინერისის ხალ დროგოსთვის მზადება იყო. მომავალ ხალისის საუკეთესო ოსტატები ასწავლიდნენ, თუ როგორ დაეკმაყოფილებინა საწოლში დორთაკების ხალიფა. თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგა, მთელი თეორია წყალში ჩაიყარა, რადგან დროგომ ცხოველურად მოინდომა ჟინის დაკმაყოფილება. ეს სცენა ერთდროულად დრამატული, მაგრამ მაინც სექსუალური გამოვიდა.

American horror story (ამერიკული საშინელებათა ისტორია)

ტელეარხმა "ეფიქსმა" ყველა სკეპტიკოსი სასიამოვნოდ გააკვირვა "ამერიკული საშინელებათა ისტორიის" პირველ სეზონში. აქ ყველაფერი იყო, რაც ჟანრს ჭირდებოდა - საშიში სცენები, საინტერესო და ბნელით მოცული პერსონაჟები, ძალადობრივი სცენები, ფსიქოპატები, ზებუნებრივი არსებები, მოკლედ ყველაფერი კვინტესენციური, რაც ჟანრის კანონებს მოეთხოვება. მათ შორის, რასაკვირველია, სექსი. პირველ სეზონში მისტიკური ტყავის შავ კოსტუმში გამოწყობილი მამრი ჩნდება, რომელიც ნიღაბს არ იხსნის. და აი, ზუსტად ასე გამოწყობილი შევა მთავარი პერსონაჟი ქალის ოთახში. ამ უკანასკნელს კი ჰგონია, ქმარმა გადაწყვიტა, სექსში მრავალფეროვნება შევიტანოთო და უშიშრად მიიწვენს გვერდით. ამ სცენის ყურება ერთდროულად შემაძრწუნებელია და თან შთამაგონებელი.

true blood (ნამდვილი სისხლი) სეზონი 2, ეპიზოდი 7

"ნამდვილი სისხლის" სცენარისტები ინსპირაციას მგონი პორნოსაიტებზე ეძებენ. საქმე ის არის, რომ სერიალის ყოველი შემდეგი სეზონი სულ უფრო ნაკლებად გვიყვება სიუჟეტურ ისტორიას და სულ უფრო მეტად გვიჩვენებს სექსს. თან სექსი აქ ყველა კადრშია. ის კი არა, ლუდის დასხმისას ჭიქის კიდეზე ჩამოსრიალებული წვეთიც კი სექსუალურად გამოიყურება. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ გიგანტური ორგია, რომელშიც მთელი ქალაქია ჩართული. ძნელია ასეთი სცენის დავიწყება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება