ნუკი კოშკელიშვილი ნინა სუბლატს გამარჯვებაში ეხმარება

ნუკი კოშკელიშვილი ნინა სუბლატს გამარჯვებაში ეხმარება

ნინა სუბლატის გამოსვლას "ევროვიზიაზე" ყველა ქართველი მოუთმენლად ელოდება. ბევრი ცდილობს, ისე დაეხმაროს ნინას, როგორც შეუძლია. ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი ერთ-ერთი მათგანია. მის ფანგვერდზე ხშირად ქვეყნდება ნინას "ევროვიზიაზე" გამოსვლა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დახმარებისკენ მოუწოდებს. რამდენიმე საათის წინ კი მის ფანგვერდზე შემდეგი სტატუსი გამოქვეყნდა.

ნინას გულშემატკივარის წერილი მომივიდა ეხლა სადაც ის მწერს.

"ნუკი, უდიდესი მადლობა შენი ადამიანობისათვის, იმისათვის რომ ესე ცდილობ ნინას და არა მხოლოდ ნინას არამედ საქართველოს დაეხმარო და შენც შენი მცირე წვლილი შეიტანო ნინას გამარჯვებაში. რატომღაც სხვა ცნობილი ადამიანები დიდად თავს არ იკლავენ იმაზე, რომ ნინას კი არა, ქვეყნის სახელს მაინც დაეხმარონ და რომ ჰკითხო, მათ საკუთარი ქვეყანა და ხალხი უყვართ და მათი ქცევები კი სამწუხაროდ საპირისპიროს ამტკიცებს, მე არ დამინახია არცერთი სხვა ცნობილი ადამიანის გვერდზე ნინას მხარდასაჭერი ერთი სტატუსიც კი, შენ კი უკვე მერამდენედ აკეთებ მოწოდებას, რომ ნინას გვერდში დავუდგეთ. ყოველთვის უბრალო ადამიანი იყავი და ეგრე დარჩები. იმიტომაც გყავს ამდენი გულშემატკივარი და იმიტომაც უყვარხარ ამდენ ადამიანს. დიდი მადლობა ნუკი მიყვარხარ ძალიან. ნამდვილი ადამიანი ხარ".

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება