"ოთხ თვეში 21 კილო დავიკელი" - მარიტა როხვაძე სილამაზის საიდუმლოსა და პირადზე

"ოთხ თვეში 21 კილო დავიკელი" - მარიტა როხვაძე სილამაზის საიდუმლოსა და პირადზე

მარიტა როხვაძე "ერთი ერთშის" უპირობო ფავორიტია, მაყურებელს განსაკუთრებით მის მიერ განსახიერებული ტინა ტერნერი და მედეა ძიძიგური დაამახსოვრდა. მარიტას მსმენელი "ჯეოსტარიდან" იცნობს, თუმცა "ჯეოსტარელი" მარიტა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და თუ აქამდე მარიტა როხვაძეს კარგ ვოკალისტად იცნობდნენ, ახლა ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მანდილოსანია.

- "ერთი ერთში" მონაწილეობა პროექტის პროდუსერმა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი, ყოველთვის მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. მანამდე "ბრავოში" ვიღებდი მონაწილეობას, თან ვფიქრობ, "იმედზე" უფრო რეიტინგულია ეს პროექტი, ვიდრე "ჯი დი ეს"-ზე იყო.

- შენს გამოჩენას "ბრავოში" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსმენელის წინაშე თამამი და ახალი იმიჯით გამოჩნდი, როგორ მოახერხე წონაში ასე დაკლება?

- "ჯეოსტარი" როცა მორჩა, საკუთარ თავს სარკეში ვერ ვუყურებდი, არ მომწონდა, რაც მინდოდა, იმას ვერ ვიცმევდი. ამიტომ გადავწყვიტე წონაში დაკლება და ზუსტად 4 თვეში მივაღწიე იმ შედეგს, რაც მინდოდა. მთელი დღე, განუსაზღვრელი რაოდენობით ვჭამდი წიწიბურას და საზამთროს, ვსვამდი ბევრ წყალს, ასევე დავდიოდი ტრენაჟორებზე და საუნაში, ოთხ თვეში 21 კილო დავიკელი. ძალიან კარგი ნებისყოფა მაქვს და ერთხელაც არ დამირღვევია დიეტა. საერთოდ არ იყო რთული დიეტა.

- სტიმული რამ მოგცა?

- სცენაზე ვიდექი და უფრო ლამაზი უნდა ვყოფილიყავი, მხოლოდ ეს იყო მიზეზი. როცა სასურველ შედეგს მივაღწიე, შემდეგ ვარცხნილობაც შევიცვალე.

- შოუებში ყოველთვის თამამად ჩაცმული გამოდიხარ, ოჯახი როგორ ხვდება ამას?

- ყოველდღიურ ცხოვრებაში თამამად არ მაცვია. ეს არის პროექტი, სადაც ხარ მომღერალიც, მსახიობიც, ასე რომ, ოჯახში ამის გამო უთანხმოება არ მაქვს. როცა "ბრავოს" ფინალში ვიმღერე, ეს იყო პერსონაჟი მიუზიკლიდან "ნაინი", კონკრეტულ პერსონაჟს ვასახიერებდი და არა მარიტა როხვაძეს, ამიტომ მეცვა ასე.

- რა მეთოდებით ინარჩუნებთ წონას და როგორ უვლით თავს?

- სიმართლე გითხრათ მაკიაჟი არ მიყვარს, მაინც მამძიმებს. განსაკუთრებულ პროცედურებს არ მივმართავ. უბრალოდ ბევრ წყალს ვსვამ. სამი წელია ვინარჩუნებ ამ შედეგს. თუ ბევრი ჭამა მომიწევს, მეორე დღეს განტვირთვას ვაკეთებ, ბევრ ხილს მივირთმევ. ცომეულსაც ვჭამ, მაგრამ ისეთი ცომისგან დამზადებულს, რომელიც უსაფუაროა.

- შეყვარებული ხარ?

- ეს თემა ყველასთვის დახურულია.

- ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი პროექტში?

- პირველ რიგში მშობლები და ოჯახი. ვგრძნობ თითოეული ადამიანის მხარდაჭერას, ყველანაირად ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და ხალხის იმედი გავამართლო. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ხალხის აპლოდისმენტებია. ერთი კარგი სიტყვაც კი დიდი სტიმულია.

- გაქვს გამარჯვების იმედი?

- აქ არ ვარ მარიტა როხვაძე, ვმღერი სხვისი ხმით, ვიზუალით, გამოვდივარ საკუთარი კანიდან და სხვის კანში ჩავდივარ, რთულია, მაგრამ ვცდილობ სხვისი მანერა, მზერა ისე დავიჭირო, რომ ყველაფერი იყოს ერთი ერთში. ჩვენ მხოლოდ ერთი კვირა გვაქვს ნომრების მოსამზადებლად. ეს არის პროექტი, სადაც საკუთარი თავი უნდა დაივიწყო. ვინც პროექტში მიდის, გამარჯვების იმედი ყველას აქვს.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება