გამარჯვებულია შვედეთი - "ევროვიზია 2015" დასრულდა

გამარჯვებულია შვედეთი - "ევროვიზია 2015" დასრულდა

"ევროვიზია 2015" დასრულდა. პირველი ადგილი ხმათა უმრავლესობით შვედეთის წარმომადგენელმა დაიკავა.

ევროვიზიის 27 კონკურსანტი 40 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეაფასეს .

საქართველოს სახელით ევროვიზიაზე ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი წარსდგა. საქართველომ ევროვიზიაზე გამოსვლა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა.

ევროვიზია სამოცი წელია, რაც მიმდინარეობს და ყოველწლიური შეჯიბრება ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების (European Broadcasting Union (EBU)) აქტიურ წევრებს შორის იმართება.

საქართველოს დებიუტი ევროვიზიაზე 2007 წლის შედგა. პირველი წარმომადგენელი იყო სოფო ხალვაში სიმღერით - Visionary Dream, 2008 წელს დიანა ღურწკაია სიმღერით "Peace Will Come". 2009 წელს საქართველოს სახელით კონკურსზე უნდა გამოსულიყო ჯგუფი "სტეფანე და 3G", მაგრამ სიმღერის - "We don't Wanna Put in" ტექსტის გამო ისინი "ევროვიზიაზე" ვერ მოხვდნენ. 2012 წელს საქართველო ანრი ჯოხაძემ წარადგინა, მაგრამ  ფინალში ვერ გავიდა. 2013 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით "Waterfall".

ასევე იხილეთ:

-ნინა სუბლატის პირველი კომენტარი "ევროვიზიის" დასრულების შემდეგ

-"ეს გოგო არის ნამდვილი ღ-რუსი" - ნანუკა ჟორჟოლიანი თინა კანდელაკის მიერ ევროვიზიაზე რუსი კონკურსანტის მხარდაჭერამ აღაშფოთა

-"ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის გაბანძების შედეგად, საერთაშორისო პოზიციების გაუარესების" - სააკაშვილი "ევროვიზიის" შედეგებს ეხმაურება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება