"არცერთი ქულა არ შემოგვსვლია. ეს კრიმინალია!" – ნინა სუბლატის მეუღლე "ევროვიზიის" კულისებისა და სცენაზე მომხდარი "იაღლიშების" შესახებ

"არცერთი ქულა არ შემოგვსვლია. ეს კრიმინალია!" – ნინა სუბლატის მეუღლე "ევროვიზიის" კულისებისა და სცენაზე მომხდარი "იაღლიშების" შესახებ

წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია 2015" დასრულდა. პირველი ადგილი, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის წარმომადგენელმა დაიკავა. "ევროვიზიის" 27 კონკურსანტი 40 ქვეყნის მაცხოვრებლებმა შეაფასეს.

საქართველოს სახელით "ევროვიზიაზე" ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი წარსდგა, რომელიც პირველივე რეპეტიციის შემდეგ შესრულებითა და გარეგნობით ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცა. საბოლოოდ საქართველომ გამოსვლა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა.

კონკურსის შედეგებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ნინა სუბლატის მეუღლე, მესაყვირე გიორგი შამანაური, რომელიც ნინას ავსტრიაში თან ახლდა.

"მაგარ ტრ**ის მიცემაში გავიჩითეთ:)))) საშინელი იაღლიშები იყო.

ამას ქვია: დედამიწამ ჩაიჯვა?

ავსტრალიამ მოგვცა ხმა!!!! საბერძნეთში ბევრმა ქართველმა დაგვირეკა, ესპანეთიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან ძაან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა და გერმანიიდან. არცერთი ქულა არ შემოგვსვლია. ეს ხომ კრიმინალია! ეს არის ყველაზე პოლიტიკური ევროვიზია ისტორიაში!!!!

ალბათ ნახეთ ყველამ, რამდენი ბოლი გაუშვეს დასაწყისში! ძალიან ცოტა დააკლდა ნინას, რომ ხველება არ აეტეხა პირდაპირ ეთერში! მერე საერთოდ სხვა რაკურსებიდან იყო გადაღებული! ყველაფერი გააფუჭეს და დარწმუნებული ვარ, რომ ხმები ისე გაანაწილეს, როგორც უნდოდათ! ეს იყო რაღაც უუუუუუდიდესი სირცხვილი და ძალიან დიიიიიდი დანაშაული მსოფლიოში!!!!

მოკლედ მაგარი ყ**ბა იყო ეს ჩვენი ტური ევროპაში რაა. ის მიხარია, რომ დღეს ჩვენ ბეეეევრად კარგები ვართ, ვიდრე მთელი მსოფლიო.

მოვიდნენ და ძააააალიან დიდი და ბევრი ბოდიშები იხადეს!! სულ ეს იყო", – წერს გიორგი შამანაური.

მუსიკოსი სოციალურ ქსელში bbc.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის ბმულს აქვეყნებს, სადაც, ნარკოტიკების გამო, ნინას დაკავებაზეა საუბარი. თუმცა სტატია "ფეიკია" და ვებ-გვერდის იმ კატეგორიაშია გამოქვეყნებული, სადაც პოსტების წერა ყველას შეუძლია.

"ეს კიდე რაღა ოხრობაა ))))", – წერს გიორგი შამანაური ბმულის კომენტარებში.

შეგახსენებთ, "ევროვიზიის" ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა ფინალში 23-ე ნომრად იმღერა. სუბლატი ევროპელი მსმენელის წინაშე ვენის Wiener Stadthalle-ის სცენაზე საკონკურსო სიმღერით – Warrior წარსდგა.

იხილეთ ვიდეო: ”მადლობა ევროვიზიის ჯგუფს, რომ ჩააკუკა გუშინ სპეციალურად!” - ნინა სუბლატი

"ბინდის“ მსახიობი მეგობარ გოგონასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

ბრედ პიტს 25 წლით უმცროს ქალთან რომანს მიაწერენ - "სახლში აკითხავს და დროს ჰარმონიულად ატარებენ“

თურქი მსახიობი, რომელმაც აქამდე ცნობილი ყველა თურქი ვარსკვლავი დაჩრდილა - ვინ არის ქართველი ქალების ახალი გულთამპყრობელი აქინ აქინოზუ