"გიორგი, შენ თუ გინდა, გავიხდი" - რატომ გაუხსენა ნავში შიშვლად წოლა გიორგი გაბუნიამ ანრი ჯოხაძეს

"გიორგი, შენ თუ გინდა, გავიხდი" - რატომ გაუხსენა ნავში შიშვლად წოლა გიორგი გაბუნიამ ანრი ჯოხაძეს

დღეს "X ფაქტორის" მეორე ლაივ კონცერტი იმართება. დღევანდელი შოუ ბავშვებისა და ჯგუფების კატეგორიას ეთმობა. პირველი კონკურსანტის, მარიამ აფხაძის გამოსვლის შესაფსებისას ტრადიციულად ორიგინალური კომენტარებით გამოირჩეოდნენ ჟიურის წევრები გიორგი გაბუნია და ანრი ჯოხაძე.

გაბუნია მარიამის სიმღერის სასცენო ზღაპრულმა დეკორაციამ გაამხიარულა - სცენაზე ყვითელმა ნავმა მას ანრი ჩოხაძის კლიპი გაახსენა, სადაც მომღერალი ნავში შიშველი წევს.

გიორგი გაბუნია: ნავი მაშინებს ძალიან, იმიტომ, რომ მეშინია ანრიმ არ გაიხადოს და არ ჩაწვეს შიგ შიშველი. თუ მალე დავასრულებთ ამ სცენას, უკეთესი იქნება. ანრი, შეიკავე თავი, გთხოვ. შიშველი ანრი ძალიან მძიმე საყურებელი იქნება ბავშვებისთვის.

ანრი ჯოხაძე: გიორგი, შენ თუ გინდა გავიხდი.

გიორგი გაბუნია: არა, არა არ მინდა, სწორედ ამას ვგულისხმობ.

ანრი ჯოხაძე: რადგან ახსენე ე.ი. წარმოგიდგენია. პრინციპში, შენი ზომა ნავი უფროა ეს.

რაც შეეხება, თავად კონკურსანტის გამოსვლას, გოგონას ნამღერს გიორგი გაბუნიამ უნაკლო უწოდა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება