''ჩემი წასვლა ჩემს დისშვილს უკავშირდებოდა, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა...'' - მანანა მენაბდე

''ჩემი წასვლა ჩემს დისშვილს უკავშირდებოდა, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა...'' - მანანა მენაბდე

მანანა მენაბდემ ძალიან საინტერესო წლები გამოიარა. ამას ხელოვანის ბიოგრაფია მოწმობს. 10 მაისს თბილისში მუსიკოსის პირველი კატალოგის გამოფენა გაიმართა და მასთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა.

- ქალბატონო მანანა, როგორ აღმოჩნდით სცენაზე?

- მეცხრე კლასში ვიყავი, როდეს-აც ''გეპეის'' ფაკულტეტებს შორის კონკურსი გაიმართა. ჩემი ერთი მეზობელი, ციალა უზნაძე, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ამბავი მოიტანა, რომ თურმე ვიღაც იშხნელი ავად გამხდარა. მის მაგივრად მე გამომიყვანეს და პირველი ადგილი დავიკავე. ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა ''გე-პეის'' დასში სიმღერა.

- როგორ გაიხსენებდით ''ენკე-ნის'' შექმნას და ''შინში'' სიმღერის პერიოდს?

- შევიკრიბეთ ახალგაზრდები, რომლებსაც მუსიკის სიყვარული გვაერთიანებდა: დავით მალაზონია, ზაზა მიმინოშვილი, ალექსანდრე ჩაკალიდი, მილიკ ლიდუხოვერი. თავში გვედგა გალინა სალუქვაძე, ის ჩვენზე უფროსი იყო. ჯგუფი ენკენისთვეს ჩამოვაყალიბეთ, ამიტომ შევარჩიეთ ეს სახელი. სამწუხაროდ, მან ცოტა ხანს იარსება. საჭირო აპარატურა არ გვქონდა, ძალიან ვწვალობდით. ამ ჯგუფი-დან რამდენიმე ადამიანმა შექმნა ჯერ ''ადიო'', მერე ''შინ''. ყველა პერიოდს თავისი სილამაზე და დატვირთვა აქვს. გამოცდილებას გაძლევს, გზრდის და გაძლიერებს. ჩემი ცხოვრება ბევრმა საინტერესო პიროვნებამ გადაკვეთა: ჟან ბრეკი, ისააკ შვარცი, გიორა ფეიდმანი, დანიელა შულცი,… დიუკ ელინგტონ-მა 18 წლისას შემომთავაზა, წამომყევი და ვარსკვლავად გაქცევო.

- საქართველოში ცნობილი მუსიკოსი იყავით, როცა სამშობლო დატოვეთ. რატომ გადაწყვიტეთ გერმანიაში წასვლა?

- არასდროს გამიჟღერებია, რომ ჩემი წასვლა ჩემს დისშვილს, თეონას უკავშირდებოდა. იგი ლეიკემიით გარდაიცვალა. ძალიან დათრგუნვილი ვი-ყავი. აქედან გაქცევა მინდოდა, თუმცა საკუთარ ტკივილს ვერსად წაუხვალ. მოუსვლელშიც რომ გადაიკარგო, თან გაგყვება. ამას გარდა, ჩემი საქართვე-ლოც ყველგან თან მდევდა. არჩევანის წინაშე ვიდექი, რამდენიმე ქვეყანაში შემეძლო გაფრენა, მათ შორის იყო ამერიკაც. აშშ ოკეანის გადაღმაა. საყვარელი ადამიანებისგან ძალიან შორს ყოფნა არ მინდოდა, ამიტომ ბერლინში გავემგზავრე. გერმანელები უკიდურესად ჩაკეტილი ხალხია, თუმცა კეთილშობილი და გულიანი. ზოგადად, ქართველების მსგავსი ერი არ არსებობს, თუმცა გულიანობით გერმანელები გვგვანან. თუ საქმე დისციპლინაზე მიდგება, გერმანიაში მოწესრიგებულები არიან, ჩვენთან – არა. სანამ ჩემს ცხოვრებაში თეონასთან დაკავშირებული ტრაგედია დატრიალდებოდა, ჩემი ერთი მეგობარი, ფილოსოფოსი ეკე ჰარტ მაასი მარწმუნებდა, შენ ისეთი მასშტაბის ხელოვანი ხარ, რომ ამერიკასა და ევროპაში უნდა წახვიდე. მანანჩიკ, ჩამოდი გერმანიაშიო. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებაზე მისმა სიტყვებმაც იმოქმედა.

- ნებისმიერ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში რთულია თვითრეალიზება...

- თვითრეალიზებაზე რთული საკუთარი ხელწერის შექმნაა. ადვილია ნანი ბრეგვაძის მიბაძვა, თუმცა როდესაც ნანი ერთ ბგერას მაინც ამოუშვებს, მის ხმას უმალვე ამოიცნობ. ძირითადად, სხვებს იმეორებენ, ცოტას შეუძლია ინდივიდად ჩამოყალიბება.

- გერმანიიდან რუსეთში გადახვედით საცხოვრებლად...

- მოსკოვის თეატრის რეჟისორმა პეტრე ფომენკომ დამირეკა და მასთან ჩასვლა მთხოვა, ნურაფერს გააკეთებ, ოღონდ ჩემს დასში იყავი, ხელფასსაც დაგინიშნავო. მე უსაქმურად ყოფნა არ შემიძლია, კონცერტებს ვმართავ, მუსიკას ვწერ ან ეპიზოდურ როლებს ვთამაშობ.

- საქართველოსა და რუსეთს დაძაბული ურთიერთობა აქვთ. მოსკოვში მოღვაწეობისას ამ გარემოებას გრძნობთ?

- არანაირად. მე მხოლოდ სიყვარულსა და კეთილგანწყობას ვგრძნობ. უთანხმოება პოლიტიკოსების დონეზეა, თორემ უბრალო ადამიანებს შორის თბილი ურთიერთობაა შენარჩუნებული. რუსებს უყვართ ქართველები. დღეს გავაცილე რუსი მეგობრების ორი ჯგუფი, მათ მოიარეს კახეთი და აღფრთოვანებული დარჩნენ. საქართველოს სიყვარულით ავსებულები წავიდნენ.

- ქართველი მსმენელი თქვენდამი სიყვარულს როგორ გამოხატავს?

- ქუჩაში მოდიან, მესალმებიან, მიღიმიან, მეფერებიან. მათგან დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ხანდახან ხელზე მკოცნიან, მიხუტებენ, საოცარ სიტყვებს მეუბნებიან. არც კი ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი სიყვარული... სიყვარული საშიშია. ხალხი ულმობელია, დიდი სიყვარულის მიუხედავად, ერთი შეცდომის დაშვების შემთხვევაში ძირს ჩამოგაგდებს. სიფრთხილეა საჭირო.

- ხშირად გაკრიტიკებენ?  განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს