ლინდა ადამია მამაზე, რომელიც წლების შემდეგ გამოჩნდა...

ლინდა ადამია მამაზე, რომელიც წლების შემდეგ გამოჩნდა...

ლინდა ადამია ''X ფაქტორის'' 19 წლის კონკურსანტია. მისი მენტორი სოფო ნიჟარაძეა. ლინდა გამორჩეული მონაწილეა და პირველ კონცერტზე უკვე გამოჩნდა, რომ პროექტში გამარჯვების ერთ-ერთ კანდიდატადაც მოიაზრება. ოთხი თვის ფეხმძიმეა, მაგრამ სცენაზე დგომა არ უჭირს, რადგან მობილიზებულია და გვერდით საყვარელი მეუღლე ჰყავს.

- ფოთში დავიბადე, სექტემბერში, დედა იქ ისვენებდა, შვიდთვიანი ვარ (იღიმის). თბილისში გავიზარდე და სულ აქ ვცხოვრობ. ორი წლიდან ვმღერი, სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობდი. ოჯახი ძალიან მიწყობდა ხელს, განსაკუთრებული წვლილი ბებიას მიუძღვის. სადაც კი რამე კონკურსის შესახებ გაიგებდა, ყველგან ჩემგან დამოუკიდებლად მიჰქონდა ანკეტა. ''X ფაქტორში'' მონაწილეობაც მან მთხოვა, თუ არ გახვალ, დამივიწყეო. 2009 წელს საბავშვო ''ევროვიზიის'' შიდა კონკურსშიც ვმონაწილეობდი. ჩემი სიმღერა ''მე მქვია ლინდა'' ორი წელი ძალიან პოპულარული იყო. შემდეგ გარეგნულად ძალიან შევიცვალე, წლებია, ტელევიზიითაც არ გამოვსულვარ და ხალხს დავავიწყდი.

- ოჯახის შესახებ მოგვიყევი...

- ჩემი მშობლები 17 წელია, რაც დაშორებულები არიან, უკვე 11 წელია, მყავს მამობილი. იდეალური ადამიანია, ძალიან განათლებული პიროვნება, ნებისმიერ თემაზე შემიძლია რჩევა ვკითხო, ასეთი ურთიერთობა დედასთანაც არ მაქვს.

- მამა...

- პატარა ვიყავი, საზღვარგარეთ რომ წავიდა და წლების შემდეგ ჩამოვიდა. როდესაც ერთმანეთი ვნახეთ, არანაირი ემოცია არ მქონია, ვერასოდეს ვაპატიებ, ისეთ მომენტში გამოჩნდა, როდესაც სკოლაც დამთავრებული მქონდა და ჩამოყალიბებული ადამიანი ვიყავი. მთელი ეს წლები მამობილი მედგა მხარში. დედასა და მამობილს საერთო შვილი არ ჰყავთ, მაგრამ ჩემს მამობილს პირველი ოჯახიდან ორი შვილი ჰყავს და მათთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

- ახლა სცენაზე რომ გამოჩნდი, არ შეგეხმიანა?

- კი და ამან ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია, წყობიდან გამოვედი და შეურაცხყოფაზე გადავედი, იმდენად მეწყინა. ერთი წლის წინ ჩამოვიდა და ვნახე, მერე ისევ დაიკარგა და წავიდა. როდესაც ჩამოვიდა, რამდენჯერმე დამირეკა და ვერ ვნახე, არ მეცალა. კონკურსზე გამოსვლის შემდეგ დამირეკა და ახლა მოუნდა ჩემი ნახვაც და ყველაფერი. ვუთხარი, რომ შანსი არ ჰქონდა. მე უკვე ჩემი ოჯახი მაქვს, სადაც გავიზარდე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება