ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას მისი და ავრცელებს

ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას მისი და ავრცელებს

მედიაში არ წყდება ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობის აქტიური განხილვა. მოგეხსენებათ, მომღერალი მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, თუმცა მისმა ნათესავებმა ჭორები უარყვეს. ჟურნალისტებმა მომღერლის დას, ნატალიას სთხოვეს კომენტარი, რომელმაც ჟანას შესახებ ასეთი ინფორმაცია მოყვა.

”უკვე დავიღალე ამის განმეორებით. ჩვენ ყველაფერი ნორმალურად გვაქვს. ჩვენს ოჯახს არ ჭირდება არანაირი დახმარება. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჟანას ჯანმრთელობა გაუარესდა ტყუილია, აგრეთვე ტყუილია ის ინფორმაციაც, თითქოს ჟანა სრულიად განიკურნა და უკვე მანქანასაც დამოუკიდებლად მართავს. ნუ კითხულობთ მსგავს ჭორებს. დავიღალე უკვე კომენტარების კეთებით”, - განაცხადა მომღერალის დამ.

”ყველაფერი კარგადაა, ვმკურნალობთ, მიდის ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პროცესი და ძალიან გთხოვთ, ნუ შეგვაწუხებთ, მოგვეცით საშუალება, მშვიდად განვიკურნოთ”, - ამბობს ნატალია.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება