"რუსამ ნინი ცხრა თვე მუცლით ატარა, გააჩინა და მერე მომიყვანა, გაზარდეო" - ხათუნა ჟორდანია

"რუსამ ნინი ცხრა თვე მუცლით ატარა, გააჩინა და მერე მომიყვანა, გაზარდეო" - ხათუნა ჟორდანია

ტელეკომპანია "იმედის" სხვა შუადღის" სტუმრები, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, ხათუნა ჟორდანია და ნინი ქარსელაძე იყვნენ, რომლებმაც მათ პირად და პროფესიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხათუნა ჟორდანიამ რუსას გაცნობის საინტერესო მომენტები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანი იმდენად უყვარს ნინის, რომ მას დედასაც კი ეძახდა.

"ისე ვიყავი გაგიჟებული ვინმე რუსა მორჩილაძეზე, რომ მინდოდა ნინისაც ემღერა. ავიღე ტელეფონი, დავურეკე:  "მე ვარ ხათუნა ჟორდანია... უცებ ისე მომეწონა, როცა მასთან მივედით, რომ გადავიფიქრე რომ ნინის უნდოდა სიმღერა და ჩემზე დავიწყე საუბარი, რომ მომღერალი არ ვარ, მაგრამ ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ვმღეროდი... რაღაც პერიოდის შემდეგ დამირეკა, მოვისმინე სიმღერა...დავურეკეთ მერაბ სეფაშვილს, არანჟირება გავაკეთეთ...დავიწყე სიმღერა...და უცებ მაჩერებს, იცი რა, აი, სვეტურად ნუ მღერიხარ... და მაშინ მივხდი, რომ მე ეს ქალი ძალიან მიყვარს...ეს არის სანატრელი ადამიანი ყველა ადამიანის ცხოვრებაში. რომელსაც შეგიძლია მიეყრდნო და არ გამოგეცლება არასდროს... ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რუსამ ნინი ატარა ცხრა თვე მუცლით, გააჩინა და მერე მომიყვანა, შენ გაზარდეო,"- იხუმრა ხათუნა ჟორდანიამ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება