მოგებული ბინებით მოტყუებულ ვარსკვლავებს სამორი ბალდეც შეემატა - ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მერე ჭკუა ვერ ვისწავლე...''

მოგებული ბინებით მოტყუებულ ვარსკვლავებს სამორი ბალდეც შეემატა - ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მერე ჭკუა ვერ ვისწავლე...''

ორი კვირის წინ ''რეიტინგში'' დაიბეჭდა მასალა, სადაც ვრცლად მოგიყევით სხვადასხვა პროექტში ბინამოგებული ვარსკვლავების შესახებ, რომელთაგან ზოგმა მოგებული ბინა საერთოდ ვერ მიიღო, მაგალითად, მაცაცო თოხაძემ, დიტო ლაგვილავას კი მისცეს ბინა, რომლის ხედიც სასაფლაოზე გადიოდა, რუსკა მაყაშვილის ბინის პრობლემებზე მისი დედა თამარ მაყაშვილი გვესაუბრა. ჩვენ მიერ გამოკითხულ ცნობილ სახეთაგან მხოლოდ ნინო ძოწენიძე დარჩა კმაყოფილი პრიზით. სურვილის მიუხედავად, ვერ შევძელით ჩაგვეწერა სამორი ბალდე, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, ასევე პრობლემა შეექმნა ''ცეკვებში'' მოგებულ სახლთან დაკავშირებით. ზემოხსენებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ მივიღეთ ანონიმური წერილი, სადაც სწორედ სამორის პრობლემებზე იყო ლაპარაკი.

''მოტყუებულ და შეურაცხყოფილ გამარჯვებულთა სიას სამორი ბალდეც ემატება, მე მისი უახლოესი მეგობარი ვარ. ერთი ჰკითხეთ, ორი კონკურსი მოიგო და რა მისცეს? ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მოიგო ბინა ბათუმში და გადასცეს 27 კვ. მეტრი შავი კარკასი. კოსპუსში არ ფუნქციონირებს კანალიზაცია და არც წყალია მიერთებული. მეორე კონკურს ''ადრენალინშიც'' გაიმარჯვა და თუ გახსოვთ, საკმაოდ სახიფათო ტრიუკების შესრულების შემდეგ 30 000 ლარი მოიგო, რომელიც ჯერ კიდევ არ გადაუციათ. როგორც ჩანს, მიცემაც არ უნდათ, იმიზეზებენ, გავკოტრდითო. აი, ეს არის მაგათი კონკურსების რეალობა...''

სამორი ბალდე ამ თემაზე ექსკლუზიურად გვესაუბრა.

- მართალია ეს ყველაფერი. ბინა წელიწად-ნახევრის შემდეგ გადავიფორმე და ისიც მე რომ არ ჩავრეულიყავი, დღემდე ასე იქნებოდა. ასევე ძალიან დამეხმარა ტელეკომპანია ''იმედი'' და როგორც იქნა, ფართი გადამიფორმეს. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მსვლელობისას არ იყო დაკონკრეტებული, რამდენი კვადრატული მეტრი იქნებოდა ბინა, ჭკვიანურად იყო მათთვის გაკეთებული, ვისაც ამ ბინის მოცემა არ უნდოდა. მე პატიოსნად ველოდებოდი და როდესაც მივხვდი, რომ არავის ვახსოვდი, შემდეგ მოვიკითხე.

- კონტრაქტში ბინის შესახებ რა ეწერა?

- კონტრაქტი მაშინ გავაფორმე, როდესაც პროექტი დაიწყო. უამრავი მონაწილე იყო, მაშინ არც მიფიქრია გამარჯვებაზე და ყურადღებაც არ მივაქციე. ახლა უფრო ფრთხილად ვიქნები. თვალი ზედაპირულად გადავავლე და არც მახსოვს, რა ეწერა, დღესაც არ მაქვს ის კონტრაქტი. საქმე ისაა, რომ ''იმედის'' ხელმძღვანელობაც შეიცვალა და პროექტის ავტორებიც. თან მაშინ ''პირველი არხის'' რადიოში ვმუშაობდი. როდესაც ბინა მოვიკითხე, უკვე ''იმედის დილაში'' ვიყავი. იქაურ იურისტს ვესაუბრე და ძალიან დამეხმარა ახალი ხელმძღვანელობა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება