"არ ვაპირებდი ბანკეტზე წასვლას...არ მომწონს-მეთქი" - ვინ შეუკერა საბანკეტო კაბა ნუცა ბუზალაძეს

"არ ვაპირებდი ბანკეტზე წასვლას...არ მომწონს-მეთქი" - ვინ შეუკერა საბანკეტო კაბა ნუცა ბუზალაძეს

სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სკოლა დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას ამერიკაში აპირებს, ოღონდ არ ჩქარობს, ჯერ კარგი უნივერსიტეტის შერჩევის პროცესშია. ნუცას ბოლო ზარზე, ბანკეტზე და ზოგადად, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებულ ემოციებზე ვესაუბრეთ.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა, პროექტებისა და გრაფიკის გამო თითქმის ვეღარ დავდიოდი, თუმცა ვერ ვიტყვი, მენატრებოდა სკოლა-მეთქი, ალაბთ იმიტომ, რომ ვიცოდი, გარკვეული დროის შემდეგ მაინც მივიდოდი და ვნახავდი ყველას. სულ ვამბობდ, ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ სკოლა-მეთქი, თუნცა იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რაღაცებში მიშლიდა ხელს, ხან საკონტროლო იყო დასაწერი და აუცილებლად ვიყავი მისასვლელი, ხან - რა და ხან – რა, თუმცა ძალიან მიწყობდნენ ხელს. როცა უკვე ფაქტის წინაშე დავდექი და დავამთავრე სკოლა, იმის მაგივრად, გამხარებოდა, გული მწყდება. ცოტა სევდიანიც კი იყო ჩვენი დამშვიდობება, 12 წელი რომ ერთად ხარ და ხვდები, მორჩა, მეტად აღარ იქნები სკოლაში მისასვლელი, უსიამოვნო განცდა გეუფლება.

- ბოლო ზარის მოსამზადებელ პროცესში რამდენად იყავი ჩართული?

- სიმართლე გითხრა, ჩემთვის ბოლო ზარს უფრო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა თავიდანვე, ვიდრე ბანკეტს და ბოლო ზარისთვის უფრო გამორჩეულად ვემზადებოდი. ბანკეტზეც კარგად გავერთე, მაგრამ ბოლო ზარი მაინც სხვა იყო. წინა დღეს შევარჩიე, რა უნდა ჩემეცვა, მაგრამ თეთრი პერანგი ხომ აუცილებელია ამ დღისთვის. იმდენმა ადამიანმა დამაწერა პერანგზე, ადგილი აღარ დამრჩა. მეც თითქმის ყველას დავაწერე, თან მეუბნებოდნენ, სახელი და გვარი კარგად დამაწერე, რა იცი, მომავალში რამდენად გაიყიდოსო (იცინის).

- როგორც წესი, ბანკეტისთვის გოგონები გამორჩეულად ემზადებიან ხოლმე, შენს შემთხვევაში როგორ იყო საქმე?

- სხვათა შორის, არ ვაპირებდი ბანკეტზე წასვლას, ვამბობდი, ეს წითელი ხალიჩა, ბიჭების მოკითხვა დიდად არ მომწონს-მეთქი და წასვლაც არ მქონდა დაგეგმილი. ვთქვი, ბოლო ზარზე მივალ და ბანკეტზე არა-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება და ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება