ეთერ კაკულიას ისრაელში ექიმებმა ქიმიოთერაპიის კურსი შეუჩერეს - მომღერლის მეგობარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ეთერ კაკულიას ისრაელში ექიმებმა ქიმიოთერაპიის კურსი შეუჩერეს - მომღერლის მეგობარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

მომღერალ ეთერ კაკულიას ქიმიოთერაპიის კურსი შეუჩერეს. ქართველი მომღერალი სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და ექიმებმა მკურნალობა შეუწყვიტეს, კაკულიას კატასფტროფის ცენტრი თბილისში ღამით ჩამოიყვანს. ეთერ კაკულიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მეგობართან რაულ ქირიასთან გადავამოწმეთ:

- ეთერ კაკულიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამ წუთებში მიყავთ თელავივის აეროპორტში, ელჩი აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. თბილისში გვიან ღამით ჩამოიყვანენ და ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო, მას კატასტროფის მანქანით გადაიყვანენ სახლში. მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ქიმიოთერაპია შეუჩერეს ფაქტიურად მკურნალობას აზრი არ აქვს. ბოლო დროს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. წასვლის წინ, მეუბნებოდა მეშინია სიკვდილისო. სამგზავრო ხარჯები ქართუმ აუნაზღაურა და, ხუმრობდა, თუ გადავრჩი, ალბათ სტიპენდიასაც დამინიშნავენო.

შეგახსენებთ, რომ ეთერ კაკულიას სიმსივნის დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო: სამშობლოში დაბრუნებული ეთერ კაკულიას ემოციური მიმართვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება