მეგრელას დიეტა: როგორ დაიკლო მსახიობმა და ტელეწამყვანმა ორ კვირაში 12 კილო

მეგრელას დიეტა: როგორ დაიკლო მსახიობმა და ტელეწამყვანმა ორ კვირაში 12 კილო

მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი მეგრელიშვილმა წონაში მოკლე დროში დაიკლო. როგორც მისგან შევიტყვეთ, ორ კვირაში 12 კილოს დაკლება საათობრივი დიეტით შეძლო.

- როგორ დაიკელით წონაში?

- წლებია ვვარჯიშობ, შედეგი მაქვს, ცომეულიც ამოღებული მქონდა, მაგრამ მუცლის პრობლემა ვერ მოვიშორე, ხან დალევა მიწევდა, ხან ხორცის ჭამა. შემდეგ მასწავლეს საათობრივი დიეტა, რომელიც ჩემებურად გადავაკეთე. ეს დიეტა ასეთია: 9 საათზე კვერცხი და 1 ნაჭერი ყველი. თუ მხოლოდ ყველს ან კვერცხს მიირთმევთ, უკეთესია. 11 საათზე 100 გრამი ხაჭო და ვაშლი. ახლა შეიძლება ვაშლი მარწყვით ჩაანაცვლოთ. თუ მხოლოდ ხაჭოს მიირთმევთ, უკეთესია. 13 საათზე არის ყველაზე დიდი კაიფი, 200 გრამი ხორცი. ოღონდ ეს ძალიან ნელა უნდა მიირთვა, თითქოს სამყაროს დასასრული დადგა. მგონი ეს ხორცი მთელი დღის საწვავია. 15 საათზე 100 გრამი ხაჭო, 17 საათზე 200 გრამი მაწონი ან კეფირი. მე კეფირს ვამჯობინებ. ამას ჰქვია დიეტა მარაზმი. 5 საათის შემდეგ იწყება კატორღა, არაფერს აღარ ვჭამ, მხოლოდ ფეხით დავდივარ ბევრს და 2-3 ლიტრ წყალს ვსვამ. შესაძლებელია 5 საათის შემდეგ ცოტა შოკოლადი და ლიმონი მიირთვათ.

- რთული არ არის, სუსტად არ გრძნობდით თავს ამ დიეტის დროს?

- დიეტა რა არის? კუჭი უნდა დაუპატარავდეს ადამიანს, ცოტას როცა მიირთმევ, გიპატარავდება კუჭი და შენი მუცელიც პატარავდება. შესაძლოა ამ დიეტას მოჰყვეს თავბრუს ხვევები, მაგრამ მე ვვარჯიშობ, ფიზიკურად დატვირთული ვარ და მაინც რეჟიმში ვარ.

- ყავის და ჩაის მირთმევა თუ შეიძლება ამ დიეტის დროს?

- კი, ყავას ვსვამ, ოღონდ შაქრის გარეშე. უშაქრო ყავა კარგია ორგანიზმისთვის, უშაქრო კოფეინს ცხიმები გამოაქვს და აშრობს სხეულს. ამოღებული მაქვს მარილი. თვენახევარია ასე ვარ, რამდენჯერმე სუფრასთან მოვხვდი, მთავარია წონის შენარჩუნება. ჩანთით დამაქვს საკვები, როცა 1 საათზე ეთერში უნდა ვიყო და მე, გიორგი და ნინი გადაცემისთვის ვემზადებით, ათი წუთით ადრე გავდივარ და მივირთმევ ხაჭოს. რთულია, ზოგჯერ ხასიათიც მიფუჭდება ამის გამო, სახლში ჯოხებს ვჭამ და რაღაცეებს, მაგრამ ღირს, თუ ფორმაში ყოფნა გინდა. მთავარია დიდი რაოდენობით აღარ მიირთვა საჭმელი. ყველაზე რთული არის საკუთარი საკვების ტარება, კაცისთვის რთულია. კი ბატონო, კარგი ურთიერთობა მაქვს თანამშრომლებთან, ჩემი მემონტაჟე ბაჯო არაფერს მეუბნება, როცა გავდივარ და ვჭამ, მაგრამ მაინც რთულია. ამბობენ, რომ თუ იშიმშილებ მაინც დაიკლებ წონაშიო, მაგრამ ეს არ დაიჯეროთ. ჩემს მიერ ჩამოთვლილი რაციონი შეგიძლიათ დროების მიხედვით გადაანაცვლოთ, ან სხვა პროდუქტით ჩაანაცვლოთ, მთავარია ცოტა მიირთვათ.

- პირველად ხართ დიეტაზე?

- წლებია პურს აღარ მივირთმევ, მაგრამ დიდი რაოდენობით საჭმელს ვჭამდი. ამიტომ ვერ ვიკლებდი ისე, როგორც საჭიროა. გაზაფხული და ზაფხული კარგი დროა დიეტისთვის.

ნახეთ ვიდეო| "მხოლოდ ნინოსთვის გავიხდი..." - "პალიტრა TV"-ის წამყვანი რეკლამაზე "სტრიპტიზით" გავიდა

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება