ეკა კვალიაშვილმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა - "ჩემი ოპერაცია დისკზეა ჩაწერილი"

ეკა კვალიაშვილმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა - "ჩემი ოპერაცია დისკზეა ჩაწერილი"

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა ახლახან ოპერაცია გაიკეთა, - წერს ჟურნალი "სარკე". გამოცემა მომღერალს ამის შესახებ ესაუბრა.

"სარკე": ქალბატონო ეკა, როგორ გრძნობთ თავს ოპერაციის შემდეგ, რა სირთულის პროცედურა ჩაგიტარდათ?

ეკა კვალიაშვილი: გასტროეზოფაგიური რეფლუქსი მქონდა ასთმური სინდრომით. თურმე საყლაპავთან უზარმაზარი თიაქარიც იყო, კუჭის სარქველიც კარგად არ იხურებოდა, მოკლედ, ათასი პრობლემა მქონდა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გასტროენტეროლოგ დათო აბულაძეს. გამოკვლევებზე მან გამიშვა, ზუსტი ჩამონათვალი მომცა, რა გამოკვლევები უნდა გამეკეთებინა. სერიოზულ, კარგ კლინიკაში ჩავიტარე ეს გამოკვლევები.

ანალიზის პასუხებით ერთ-ერთ გამორჩეულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებული დეპარტამენტის ხელმძღვანელ მერაბ კილაძესთან მივედი, რომელმაც მითხრა, რომ საოპერაციო ვიყავი. რაღაც წამლები დამინიშნეს და, თუ წამლებს ეფექტი ექნებოდა, ოპერაცია არ დამჭირდებოდა. წამლების მიღება დავიწყე, მაგრამ ვიცოდი, რომ ეფექტი არ მექნებოდა, რადგან მანამდეც უამრავი მედიკამენტი მქონდა მიღებული. ბოლოს უკვე დექსამეტაზონს ვიკეთებდი, სხვა აღარაფერი მშველოდა.

არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო იმ ქირურგების შემადგენლობას, რომლებმაც ოპერაცია გამიკეთეს. ესენი არიან: მერაბ კილაძე, თენგიზ კეპულაძე, თამაზ ჯიქია, ოთარ კეპულაძე, დავით ელგანდაშვილი და ანესთეზიოლოგი მარინა კიკოზაშვილი. მათ ხელში იყო ჩემი სიცოცხლე, ჩემი ჯანმრთელობა. ღმერთს ვიყავი მინდობილი და ვიცოდი, რომ ღმერთის ხელით ეს ადამიანები ყველაფერს ძალიან კარგად გამიკეთებდნენ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პროფესიონალების ხელში მოვხვდი და ეს საშინელება მოვიშორე.

"სარკე": რა მეთოდით გაკეთდა ოპერაცია?

ეკა კვალიაშვილი: ლაპარასკოპიულად გაკეთდა და საკმაოდ რთული, ერთსაათიანი ოპერაცია იყო, რომელიც ამ გენიოსებმა 40 წუთში გამიკეთეს. ჩემი ოპერაცია დისკზეა ჩაწერილი და რომ ვნახე, მივხვდი, თუ როგორი რთული მდგომარეობა მქონია და როგორი რთული ოპერაცია ჩამიტარდა. ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, საყოველთაო დაზღვევას, მათ ჩემი ოპერაცია და გამოკვლევები დააფინანსეს.

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა

ანუკი არეშიძემ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას