"ბოლოს არაფრის თავი არ მაქვს და მეც ამათთან ერთად ვითიშები" - ლიკა ევგენიძე შვილებს ძიძის გარეშე ზრდის

"ბოლოს არაფრის თავი არ მაქვს და მეც ამათთან ერთად ვითიშები" - ლიკა ევგენიძე შვილებს ძიძის გარეშე ზრდის

ლიკა ევგენიძე ორი შვილის დედაა, ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ ამჯერად საქართველოში, როგორც თავად ამბობს, დასასვენებლად ჩამოვიდა. ჩვენი რესპონდენტი შვილებს ძიძის დახმარების გარეშე ზრდის, უფროსი გოგო სკოლაში დადის, პატარა კი სექტემბრიდან ბაღში შეჰყავს. როგორ უმკლავდება ოჯახს და შვილებს დამოუკიდებლად უცხო ქვეყანაში, ამას თავად გიამბობთ.

- როგორც ვიცი, ამერიკაში ორ ბავშვს ძიძის გარეშე დამოუკიდებლად ზრდი...

- კი, ასეა, იქ საკუთარ თავზე მაქვს ყველაფერი აღებული, აქ რომ ჩამოვედი, ძიძა ავიყვანე, ცოტა უნდა დავისვენო (იცინის).

- ახლა შენი შვილები რა ასაკის არიან, ბაღში დადის ანა-სოფია?

- არა, იქ სკოლა 4 წლიდან იწყება, ამ ასაკიდან გადიან მოსამზადებელ პერიოდს და ანასტასია უკვე სკოლაში დადის, პატარას სექტემბრიდან ბაღში შევიყვან და მეტი თავისუფალი დრო მექნება. მოქალაქეობასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხები უკვე მოვაგვარე და პრობლემა აღარ მექნება ჩამოსვლაზე, როცა მომინდება, ჩამოვალ და წავალ. როგორ მაგარ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდე, შენი ქვეყანა მაინც სხვაა, სხვანაირად გიყვარს, ყოველთვის მენატრება, იქ რომ ვარ მგონია, რომ საქართველოში რაღაც გამოვტოვე.

- რამდენად განსხვავდება ქართული და ამერიკული აღზრდის მეთოდები?

- ზოგადად, ყველა მშობლის მეთოდი ინდივიდუალურია, ამიტომ დაკონკრეტება გამიჭირდება, მით უმეტეს, რომ ნიუ-იორკი მეგაპოლისია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ოჯახები ჩასულები, ყველას თავისი ტრადიცია და კულტურა აქვს.

- ლიკა, ოჯახი, ბავშვები დიდ დროს მოითხოვს...

- ხანდახან დავგეგმავ, ბავშვებს რომ დავაძინებ გავალ სადმე-თქო, მაგრამ ბოლოს არაფრის თავი არ მაქვს და მეც ამათთან ერთად ვითიშები. იხილეთ გაგრძელება და ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება