ზაზა ურუშაძე ამერიკის კინოაკადეემის წევრი გახდა

ზაზა ურუშაძე ამერიკის კინოაკადეემის წევრი გახდა

ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაზე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ რეჟისორმა სოციალური ქსელის საშუალებით თავად ამცნო საზოგადოებას.

"გავხდი ოფიციალურად ამერიკის კინოაკადემიის წევრი" - მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა რეჟისორი, რომელსაც უამრავი ადამიანი ულოცავს წარმატებას.

აშშ-ის კინოაკადემია კინოინდუსტრიაში მოღვაწე 6000 წევრზე მეტს ითვლის. წევრობა ხმის უფლებას გულისხმობს. სწორედ კინოაკადემიის წევრთა ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული თუ რომელი ფილმები, მსახიობები, რეჟისორები თუ სცენარისტები წარდგებიან ოსკარის ნომინაციაზე.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევარი "მანდარინები" აშშ-ის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე, ოსკარზე წარადგინეს. რეჟისორის ფილმოგრაფიაში უკვე 6 ნამუშევარია.

1. მანდარინები (2013)

2. ბოლო გასეირნება (2012)

3. დარჩი ჩემთან (2011)

4. სამი სახლი (2008)

5. აქ თენდება (1998)

6. მათთვის, ვინც მამამ მიატოვა (1989)

ზაზა ურუშაძე წლების განმავლობაში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირს ხელმძღვანელობს. ის 53 წლისაა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება