როგორ უმკლავდება ია ფარულავა სტრესს? - მსახიობის გულახდილი ინტერვიუ

როგორ უმკლავდება ია ფარულავა სტრესს?  - მსახიობის გულახდილი ინტერვიუ

რა არის ია ფარულავას სილამაზის საიდუმლო? როგორ ინარჩუნებს მსახიობი და ქართული შოუ-ბიზნესის ცნობილი სახე სასიამოვნო გარეგნობას და როგორ უმკლავდება სტრესებს? - ამ კითხვებზე პასუხები მაყურებელმა თავად ია ფარულავასგან "ნანუკას შოუში" მოისმინა.

წამყვანის კითხვაზე, რატომ აქვს ჩანთაში სხვადასხვა ფერის წამლები, მსახიობი პასუხობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. თუმცა ამ მედიკამენტებში სილამაზის წამალი არ არის. სილამაზის წამალი მაინც გენეტიკაა.

კითხვაზე, როგორ უმკლავდება მსახიობი ცხოვრებისეულ სირთულეებს? ია ფარულავა პასუხობს: "ეს არის ინსტიქტი, ზოგი ამას აკეთებს შვილების გამო, ეს გრძნობა მე არ ვიცი. შინაგანი სიმტკიცე, რომელიც ყველა ქალში დევს, ზოგში ბჟუტავს, ზოგში არის დიდი რაოდენობით, ეს ცეცხლი და შინაგანი ძალა ქალებს გადაადგმევინებს მთებს. ქალები დღეს მამაკაცებზე ძლიერები გავხდით. იშვიათია, როცა ქალი თავის თავის გამო რამეს აკეთებდეს, მაგრამ მგონია, რომ მხოლოდ მე ვარ ის ადამიანი, ვინც თავისი თავისთვის აკეთებს ყველაფერს", - ამბობს ია ფარულავა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება