ნუკი კოშკელიშვილი:''არასდროს მყოლია გავლენიანი შეყვარებული, რომელიც''მკრიშავდა''

ნუკი კოშკელიშვილი:''არასდროს მყოლია გავლენიანი შეყვარებული, რომელიც''მკრიშავდა''

ნუკი კოშკელიშვილი აპოგეას როლში''ჩემი ცოლის დაქალებში'' ბევრმა დადებითად შეაფასა. მისი სიმღერა კი ბავშვებმა ზარადაც კი დაიყენეს. თავად რას ფიქრობს ამ როლის შესახებ ტელეწამყვანი რედაქციაში გვესტუმრა ამ თემაზე სასაუბროდ.

- შენი სამსახიობო გამოცდილება''კლინიკიდან'' გვახსოვს.

- ნამდვილად პირველი იყო სერიალი''კლინიკა'', მაშინაც რეჟისორი გიორგი ლიფონავა გახლდათ, სცენარისტი- ირაკლი საღინაძე. მას მერე იყო წვრილ-წვრილი სამსახიობო გამოცდილება, სერიალი, მცირე როლები კინოში, მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსგავსი პოპულარობის სერიალში ნამდვილად არ მიმიღია მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებსაც სახეზე ეტყობათ, ტელევიზორს არ უყურებენ, მეუბნებოდნენ, რომ მნახეს. უამრავი წერილი და გამოხმაურება მივიღე ამ როლთან დაკავშირებით.

- აპოგეა ძალიან განსხვავდება შენგან, ვინც გიცნობს, აუცილებლად მიხვდებოდა. ამას როგორ მიაღწიე?

- ისეთი ტექსტები აქვს პერსონაჟს, რომ ნუკი ამას ვერასდროს იტყოდა. ამანაც გამოიწვია და თანაც, პერსონაჟს რომ განასახიერებ, ვიღაცები წარმოგიდგენია. მართლა ვამბობ, ძალიან ვეცადე, მთელი ჩემი შინაგანი მე ჩავდე ამ როლში, არ მინდოდა შერცხვენა. განვიცდიდი და სულ ვეკითხებოდი რეჟისორს, ეს როგორ გავაკეთო და ის როგორ გავაკეთო-მეთქი. მიუხედავად შენი ნათქვამისა, არიან ადამიანები, რომლებმაც აპოგეასთან გამაიგივეს. მაგარია, რომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვფიქრობ, ეს ჩემთვის უდავოდ ძალიან დიდი გამოცდილებაა.

გამიხარდა შემოთავაზება და დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე, მთელი გრაფიკი გადავაწყვე, რომ ამ სერიალში მიმეღო მონაწილეობა. მე მსახიობი არ ვარ. არა მგონია, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ტყუილად სწავლობენ ოთხი წელი, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემმა მცდელობამ უშედეგოდ არ ჩაიარა და ხალხს მოეწონა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემით ამ სერიალს არაფერი დააკლდებოდა, ცუდადაც რომ მეთამაშა, მას მაინც ვერ გავაფუჭებდი.

- აპოგეას გამოჩენამ დიდი გამოხმაურება იმიტომაც გამოიწვია, რომ ზოგმა რამდენიმე მომღერალთან გააიგივა. შენ ვინ წარმოიდგინე პროტოტიპად?

- ასეთი ადამიანები არსებობენ, ეს პერსონაჟი ციდან ვერ მოვიდოდა. ქეთი დევდარიანი არასდროს ქმნის ისეთ პერსონაჟს, რომელიც ჩვენ გვერდით არ ცხოვრობს. მე რომ ვინმემ მკითხოს, როგორია პრემიერ-მინისტრის ძმის საყვარელი მომღერალი, სწორედ აპოგეას წარმოვიდგენდი. ალბათ, ამ პერსონაჟში გარკვეული ქვეტექსტი არსებობდა და ვიღაცას წარმოიდგენდნენ, ტყუილად ხომ არ შექმნიდნენ, ან გარკვეული სოციუმის სახეა. მე თამაშისას ერთი-ორი ადამიანი წარმომედგინა. ეს ჩემი აზრია და სცენარისტებმა შესაძლოა, სხვა რამ ჩადეს. არ მინდა, დავასახელო მათი ვინაობა, ვინც წარმომედგინა როლზე მუშაობისას.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება