ზემფირამ ”თბილისი ოფენ ეარზე” უკრაინის დროშა გაშალა (+ ვიდეო)

ზემფირამ ”თბილისი ოფენ ეარზე” უკრაინის დროშა გაშალა (+ ვიდეო)

გუშინ ცნობილმა რუსმა როკ მომღერალმა ზემფირამ მუსიკალურ ფესტივალზე - ”თბილისი ოფენ ეარი” საკუთარი სიმღერის შესრულების დროს უკრაინული დროშა გაშალა. დროშა მას მსმენელთა აუდიტორიიდან მიაწოდეს. ზემფირამ ფანს დროშა გამოართვა, შემდეგ კი მეზობელი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლო მიკროფონზე მიაბა და განაგრძო სიმღერა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მომღერალი კომპოზიცია "Интересно, как ты там. Буду думать, что в порядке” ასრულებდა.

ზემფირას პირველად არ გამოუხატავს საჯაროდ უკრაინისადმი მხარდაჭერა. გასულ წელს მომღერალმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის უკრაინული ჯგუფის "Океан Эльзы"-ს კომპოზიციას "Выпусти”-ს ასრულებდა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება