"დასვენება 5000 ლარი მიჯდება" - რა თანხას ხარჯავენ ცნობილი დედები დასვენებაში და რომელ ქართულ კურორტებზე დაჰყავთ შვილები

"დასვენება 5000 ლარი მიჯდება" - რა თანხას ხარჯავენ ცნობილი დედები დასვენებაში და რომელ ქართულ კურორტებზე დაჰყავთ შვილები

ზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება ფიქრი დასვენებაზე. ჩვენს ქვეყანაში კარგ სასტუმროში გაჩერება იმდენად ძვირად ფასობს, რომ ადამიანი საკუთარ თავს უსვამ კითხვას, ღირს კი ამ თანხის საქართველოს კურორტებში გადახდა, სადაც არც ისე კარგი სერვისი აქვთ, როცა იმავე ფასად, საზღვარგარეთ შეძლებ დასვენებას? ცნობილ დედებს დავუკავშირდით და შვილების დასვენების თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით, მათთან ზემოხსენებული საჭირბოროტო საკითხიც განვიხილეთ.

ხატია სიჭინავა:

- ივლისის დასაწყისში ბავშვები ქალაქიდან გამყავს, იმიტომ, რომ იწყება აუტანელი სიცხეები. ჩემები ჯერ ძალიან პატარები არიან და საზღვარგარეთ წასვლა მათთვის ჯერ ადრეა, ამიტომ კვირის ბოლოს მივდივართ ბათუმში. ბავშვებისთვის მანქანით 5-საათიანი მგზავრობა ძალიან დამღლელი იქნება, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩქაროსნული მატარებლით წასვლა. ერთი თვის განმავლობაში ვიქნებით ზღვაზე, აგვისტოში კი უკვე მთაში გადავინაცვლებთ, სავარუდოდ. ბორჯომში. ყოველთვის ასე ვაკეთებთ, ზღვას და მთას ერთმანეთს ვუნაცვლებთ.

- ფასებთან მიმართებაში ხშირად ისმის სამართლიანი უკმაყოფილება, იმიტომ, რომ საქართველოში დასვენება ძალიან ძვირია. რომ შეადარო, რამდენად შეესაბამება სერვისი ფასებს?

- სერვისთან მიმართებაში ძალიან დიდი განსხვავებაა. საზღვარგარეთ ყველანაირად გიქმნიან კომფორტს, რომ დაისვენო, ჩვენთან კი საშინელი მენეჯმენტი აქვთ, ყველას ჩამოსტირის სახე და ასეთ პირობებში ვერავინ შეგიქმნის დასვენებისა და განტვირთვის განწყობას. გასაგებია, რომ პრობლემებითაა სავსე ცხოვრება, მაგრამ სამსახურში პირადი პრობლმების გადმოტანა უხერხულობას უქმნის კლიენტსაც კი.

- შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვითხარი, რა თანხასთანაა დაკავშირებული ერთ სეზონზე დასვენება?

- თუ გადაწყვეტ, რომ შენი შვილები ძვირად ღირებულ სასტუმროში დაასვენო, ძალიან დიდი თანხა გექნება გადასახდელი. მოგეხსენება, სამი შვილი მყავს, მათთან ერთად დასასვენებლად მიმყავს ორი ძიძა, ამდენი ადამიანის დასვენება საოჯახო ტიპის სასტუმროში სამჯერადი კვებით 5000 ლარი მიჯდება. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება