გიორგი ყიფშიძე ''X ფაქტორის'' სექსსიმბოლოს კომპლიმენტებს კულისებშიც ეუბნება - ''გაშიშვლებას არ დავთანხმდები''

გიორგი ყიფშიძე ''X ფაქტორის'' სექსსიმბოლოს კომპლიმენტებს კულისებშიც ეუბნება - ''გაშიშვლებას არ დავთანხმდები''

თიკო მოსემღვდლიშვილი ''X ფაქტორის'' ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მონაწილეა. მისდამი კომპლი-მენტებს არც წამყვანები იშურებენ და არც მაყურე-ბლები, თუმცა კონკურსის სექსსიმბოლოს გარეგნობაზე განსაკუთრებული აქცენტი არ სიამოვნებს.

- საკმაოდ მობილიზებული უნდა ვიყო და ვარ კიდეც, მით უმეტეს, ფინალამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. ერთი საკითხია, მაყურებელს რა მოეწონება და რა - არა, მაგრამ ვცდილობ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვიყო როგორც რეპერტუარის, ასევე ვიზუალის კუთხით. რაც შეეხება გარეგნობას, საქართველოში რატომღაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუკი ვიზუალი ასე თუ ისე ხელს გიწყობს, ან ვერ მღერი, ან კარგი მსახიობი არ ხარ და გარეგნობის ხარჯზე გადიხარ ფონს. არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ, მაგრამ ვფიქრობ, ამდენი ტური მხოლოდ ვიზუალის ხარჯზე არ გამივლია.

მე ვიცი ჩემი ვოკალური შესაძლებლობები და ვიცი, რა კუთხით უნდა წავიდე ცხოვრებაში, რა ჟანრი შევასრულო. მეტ-ნაკლებად უკვე მაქვს გამოცდილება ამ სფეროში, საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მყავს და ნაკლებად მტკენს გულს ვიღაცის მიერ აკრეფილი სიტყვები, მაგრამ მონაწილე ბავშვებს ასაკის გამო ბევრი რამ გულზე ხვდებათ და ცოტა თავი შეიკავონ. ცხოვრებაში არცთუ ცოტა რამ გა-ვიარე, მეუღლეს დავშორდი, იმდენად მაქვს გული გაცივებული, რა უნდა მითხრან, რომ გული მეტკინოს, არც ვიცი. ცხოვრებაში ბევრად უარესი რაღაცებიც ხდება, სიტყვები არაფერია ამასთან შედარებით.

- მეუღლესთან ურთიერთობ?

- გვყავს შვილი, 6 წლის ტატო, და მისგან გამომდინარე გვაქვს ურთიერთობა. მეუღლეს სხვა ოჯახი აქვს, მგულშემატკივრობს, მირეკავს და მილოცავს შემდეგ ტურში გადასვლას. ჩვეულებრივი, კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.

- ჭორები გავრცელდა, გიორგი ყიფშიძე ძალიან ხშირად აქებს და რა ხდებაო.

- გიორგისთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. რომ დამინახავს ხოლმე, ისედაც იცის კომპლიმენტების თქმა, სცენის გარეთაც. აბსურდია იმის თქმა, რომ ჩვენ შორის რაიმე ხდება (იღიმის).

- მეუღლესთან დაშორების შემდეგ გქონია სხვასთან ურთიერთობა?

- მქონდა სერიოზული, ხუთწლიანი ურთიერთობა, რომელიც, სამწუხაროდ, ერთი წლის წინ დასრულდა. უკვე მორჩა. ძალიან მინდა, დავისვენო ასეთი ურთიერთობებისგან, აზრზე მოვიყვანო ჩემი ცხოვრება, რას მივედ-მოვედებოდი, არ ვიცოდი (იცინის). აწყობილი ვიყავი მხოლოდ ოჯახურ ამბებზე, რა თქმა უნდა, შვილზე, რომელიც ჩემთვის მუდამ ყველაზე მთავარია, და შეყვარებულზე. ახლა მინდა, ჩემს კარიერაზეც ვიზრუნო და დამოუკიდებლად რაიმე შევქმნა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება