"მაინტერესებს, ლინდას ქმარს მოსწონს, ასე ორგანულად რომ გრძნობდა თავს მისი ცოლი ტიტლიკანა კაცებში" - ცეცხლოვანი შოუ "X ფაქტორში"

"მაინტერესებს, ლინდას ქმარს მოსწონს, ასე ორგანულად რომ გრძნობდა თავს მისი ცოლი ტიტლიკანა კაცებში" - ცეცხლოვანი შოუ "X ფაქტორში"

დღეს "X ფაქტორში" ლეგენდარული The Beatles-ის დღეა. პირველი გამომსვლელი ლინდა ადამია აღმოჩნდა, რომელმაც ცნობილი ჰიტი Come Together შეასრულა. ენერგიული და "ცხელი" იყო არა მხოლოდ ლინდას შესრულების მანერა, არამედ სცენაზე დადგმული შოუც. შავ ტრუსებში გამოწყობილმა მოცეკვავე ბიჭებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. შოუს ბოლოს ემოციები ვერ დამალეს  ჟიურის წევრებმაც.

სოფო ნიჟარაძე:

- ძალიან მოუხდა ეს შოუ, ლინდაც, ეს ორსული ქალი როგორ ორგანულად გრძნობდა თავს ამდენი ლამაზი შიშველი ბიჭის გარემოცვაში...

ანრი ჯოხაძე:

- კინაღამ მეც გავიხადე, 2006 წლის შემდეგ არ გამიხდია.

გიორგი გაბუნია:

- კიდევ კარგი, თორემ ჩაიშლებოდა ეს შოუ.

მე მაინტერესებს, რამდენად მოსწონს ლინდას ქმარს, ასე ორგანულად რომ გრძნობდა თავს მისი ცოლი ამ ტიტლიკანა კაცებში.

ანრი ჯოხაძე:

- არ გინდა ეს ინტრიგა, რა საჭიროა.

გიორგი გაბუნია:

- ინტრიგა არაფერ შუაშია, მე მაინტერესბს მისი შეფასება როგორი იქნება. მოგეწონა? კარგიაო ამბობს.... ქმარს თუ მოეწონა, აბა მაშინ ჩვენ რაღა გვაქვს სათქმელი.

ჟიურის ყველა წევრმა ერთხმად აღნიშნა, რომ ეს ჟანრი და სტილი ლინდას ძალიან მოუხდა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება