"უზარმაზარი პეიზაჟის თავზე დავფრინავდი" - გაბუნიას პოეტური შეფასება და ნინის სექსუალური დეკოლტე "X ფაქტორში"

"უზარმაზარი პეიზაჟის თავზე დავფრინავდი" - გაბუნიას პოეტური შეფასება და ნინის სექსუალური დეკოლტე "X ფაქტორში"

დღეს "X ფაქტორში" ლეგენდარული The Beatles-ის დღეა. ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ნინი ბრეგვაძემ "something in the way she moves" შეასრულა. ნინის გამოსვლის შეფასებისას განსაკუთრებით პოეტური იყო გიორგი გაბუნია

"რომ ვუსმენდი, მივხვდი, რომ სხვა შემთხვევებშიც ასეთი გრძნობა მეუფლება. ისეთ სიღრმეებში ჩადის, შემდეგ ისეთ სიმაღლეებს იპყრობს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც უზარმაზარი პეიზაჟის თავზე დაფრინავდი - უფსკრულების, მთების, ტყეების, უზარმაზარი მინდვრების... თან იმდენად მრავალფეროვანია, ხომ წარმოგიდგენიათ პეიზაჟის ყველა დეტალი რომ გადაიფრინო ამ სამ წუთში - ასეთი შეგრძნება მქონდა. დადის ეს გოგო ასე თავისუფლად, არ უჭირს არსად მისვლა და არსად ჩასვლა, ისევ ამოსვლა და შემდეგ ისევ "X ფაქტორის" სცენაზე ჩვენი დაბრუნებდა... მეც დავფრინავდი, ოღონდ ცოცხის გარეშე ამჯერად", - აღნიშნა გიორგი გაბუნია.

თვალშისაცემი იყო არა მხოლოდ ნინის შესრულება, არამედ მისი სასცენო იმიჯიც. ნინის სექსუალურ დეკოლტეს "X ფაქტორის" "ფეისბუქის" გვერდზე გულშემატკივართა კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა:

"ჩაცმულობა არ მომეწონა"

"უკაცრავად და რა ეცვა?"

"მარტო მე მეგონა, რო ის რაღაც ჩამოძვრებოდა?"

"რა მნიშვნელობა აქვს, რა ეცვა :დ რა სასწაულიააა რა, სიმღერის კონკურსია და იმაზე მსჯელობენ, რა ეცვა და რა ცუდი იყო თურმე", - წერენ "ფეისბუქის" მომხმარებლები.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება