გიორგი კალანდაძე ყოფილ ცოლთან შერიგებას ცდილობს - "ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომწონს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს"

გიორგი კალანდაძე ყოფილ ცოლთან შერიგებას ცდილობს - "ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომწონს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს"

გიორგი კალანდაძე და ნათია წიწილაშვილი ერთი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ოფიციალურად კი უკვე ოთხი თვეა, ცოლ-ქმარი აღარ არიან. თუმცა გიორგის დიდი სურვილი აქვს, ყოფილ მეუღლეს შეურიგდეს და შვილთან ერთად კვლავ ბედნიერად იცხოვრონ. გიორგი ამ ბოლო დროს აღარ საქმიანობს. "ჯიდიესიდან" ერთი თვის წინ წამოვიდა.

- გიორგი, რატომ წამოხვედი "ჯიდისიდან"?

- არანაირ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ "პარადოქსის" სამსახიობო შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა. "შუა დღის" ყველა წამყვანები გამოცვალეს, სალომე არშბას გარდა. შიდა სამზარეულოს ლაფსუსები იყო, რომლის მოყოლაც საინტერესო არ იქნება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მე არანაირად არ მეხება, როგორც რუსები იტყვიან, "პრიკუპში" მოვყევი. ჩემს საავტორო გადაცემა "პეპლის ეფექტზე" კი მითხრეს, რომ არხი იცვლის ფორმატს და ახალ ფორმატში აღარ ჯდებაო. ჩემი გადაცემის გარდა უამრავი სხვა გადაცემა დაიხურა. მაისის ბოლოს ჩვენი კონტრაქტი და ურთიერთობა ამოიწურა. როგორც ყველა სამსახურში პატარა ლაფსუსები და შენიშვნები იყო, მაგრამ კატასტროფული არაფერი.

- როგორც ვხვდები, განაწყენებული არ ხარ არხზე.

- არა რას ამბობთ. მომავალში ალბათ ვითანამშრომლებთ ძალიან ბევრჯელ. კარგის მეტი არაფერი არ მახსენდება "ჯიდიესიდან". წინ ვიყურები, ძალიან ბევრი გეგმები მაქვს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება