"გვიან ღამით ვიწყებ ჭამას" - ნინი გოგიჩაიშვილის დაკლებული კილოგრამების და სილამაზის საიდუმლო

"გვიან ღამით ვიწყებ ჭამას" - ნინი გოგიჩაიშვილის დაკლებული კილოგრამების და სილამაზის საიდუმლო

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია ''ჯი დი ეს''-ზე ''ბინა 18''-ში მუშაობს. ზედმეტი წონა არასდროს აწუხებდა, მისი გარეგნობით ყოველთვის აღფრთოვანებულები იყვნენ, თუმცა ბოლო დროს გადაწყვიტა, რამდენიმე კილოგრამს დამშვიდობებოდა და მიზანს მიაღწია კიდეც.

- ნინი, რას აკეთებ იმისთვის, რომ ასე კარგად გამოიყურებოდე?

დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, ამ საკითხში ნებისყოფა საერთოდ არ მაქვს. მიყვარს გემრიელად ჭამა. სამაგიეროდ ვარჯიში არ მეზარება. კვირაში 4-5 დღე სისტემატურად ვვარჯიშობ, რომლის წყალობითაც ბოლო დროს სამი კილო დავიკელი.

- დღეში რამდენ დროს უთმობ ვარჯიშს?

- ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. საღაამოობით ვიწყებ ვარჯიშს და სატრენაჟორო დარბაზში დიდ დროს ვატარებ. გვიან ღამით ვიწყებ ჭამას და ხშირ შემთხვევაში შოკოლადზეც არ ვამბობ უარს.

- გიფიქრია, წონის შენარჩუნებისთვის კვებითაც შეგეწყო ხელი?

- ზოგადად როდესაც ვარჯიშობ, სწორ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რასაც მხოლოდ ვარჯიშით სამ თვეში მიაღწევ, იგივე შედეგი კვებით და ვარჯიშით ორ კვირაში შეგიძლია, მიიღო. ვარჯიშით რომ გავხდი და შედეგს ვხედავ, კვებას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ვცდილობ, დიდი რაოდენობით წყალი მივიღო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველანაირად ვცდილობ, დღეში ორი ლიტრი წყალი დავლიო.

- ამ ყველაფრის პარალელურად როგორც ვიცი, მუშაობ.

- ვმუშაობ და ვსწავლობ. ეს ყველაფერი ვარჯისში ხელს არ მიშლის.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება